Thumbnail
  • ლეიკერსი საკუთარ დარბაზში ტორონტოსთან დამარცხდა
  • სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი უჩვეულოდ სუსტი იყო

ტორონტომ ლეიკერსს შანსი არ დაუტოვა - სუპერვარსკვლავ ლებრონ ჯეიმსის გარშემო აწყობილი გუნდი საკუთარ დარბაზში 107:121 დამარცხდა. პირველი 12 წუთის შემდეგ მასპინძლები უკვე 25 ქულით (!) აგებდნენ. ტორონტოდან საუკეთესო სერჟ იბაკა გახლდათ, რომელმაც 34 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. რაც შეეხება ლებრონს: “მეფემ” მხოლოდ 18 ქულა, 2 მოხსნა და 6 პასი დააგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ უჩვეულოდ სუსტად ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ ტორონტომ კავაი ლეონარდის გარეშე ითამაშა, რადგან ამ უკანასკნელმა ფინიქსთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო. მიუხედავად კავაის არყოფნისა, ტორონტოს გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა - პირველ მეოთხედში მოპოვებული კოლოსალური უპირატესობა, სტუმრებმა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და თამაში გამარჯვებამდე უპრობლემოდ მიიყვანეს.

ტორონტოსთვის ეს მეათე შეხვედრაში მეცხრე გამარჯვება გახლდათ - ნიკ ნარსის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში ლიდერობს. ლეიკერსმა კი ზედიზედ ორი მოგების შემდეგ ისევ წააგო და დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ მე-12 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები