Thumbnail
  • თომას მიულერის ცოლს ინსტაგრამზე პოსტი წააშლევინეს
  • ლიზა მიულერმა ნიკო კოვაჩს ოფიციალურად მოუბოდიშა

ჯერ იყო საპროტესტო პოსტი, მერე - ბოდიში! თომას მიულერის ცოლმა ბაიერნის მთავარ მწვრთნელ ნიკო კოვაჩს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული სკანდალური პოსტის გამო ბოდიში მოუხდა. 26 წლის ლიზა მიულერმა პოსტიც წაშალა, ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ბაიერნმა ამ თემაზე ოფიციალური (!) კომენტარი გააკეთა.

“ფრაიბურგთან მატჩის დასრულების შემდეგ ლიზა მიულერი მწვრთნელ ნიკო კოვაჩთან მივიდა და ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტის გამო მოუბოდიშა. კოვაჩმა ბოდიში მიიღო,” - ნათქვამია რეკორდმაისტერის განცხადებაში.

რა მოხდა? მიულერი ფრაიბურგთან ბაიერნის ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა. კოვაჩმა თომასი მოედანზე მხოლოდ 70-ე წუთზე შეუშვა, ერთი წუთის შემდეგ კი, ფრაუ მიულერმა დაპოსტა ფოტო წარწერით: “70 წუთზე მეტი ყოფილა საჭირო, ახლა კი მას გონება გაუნათდა,” - ლიზა, რა თქმა უნდა, კოვაჩს გულისხმობდა.

მიულერის ცოლის საქციელზე ნიკო კოვაჩს კომენტარი არ გაუკეთებია, ბოდიში კი მიიღო 

მიუნხენური გრანდის მწვრთნელს ამაზე არაფერი უთქვამს, თავად თომას მიულერმა კი ცოლის საქციელი იუმორით შეაფასა: “იქნებ სულაც ჩემზე თქვა, გონება გაუნათდაო? ვფიქრობ, ემოციური პოსტი გამოუვიდა და მეც არ მომეწონა, მაგრამ მას უბრალოდ ვუყვარვარ და რა გავაკეთო?” - თქვა მიულერმა.

კომენტარები

ბოლო ამბები