Thumbnail

ონისე სანებლიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო

  • სანებლიძემ მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ ევროპაზე ბრინჯაო აიღო
  • საქართველომ ევროპის ჩემპიონატი ხუთი მედლით დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატი 5 მედლით დაასრულა: ვლადიმერ ახალკაცმა ოქრო მოიგო, თამაზ კირაკოზაშვილი და ჯაბა პაპინაშვილის ვერცხლს დაეუფლნენ, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა და ონისე სანებლიძემ ბრინჯაოს მედლები მოიგეს.

მესამე საჭიდაო დღეს კობა მჭედლიშვილი და გელა ზაალიშვილი დამარცხდნენ. ონისე სანებლიძემ მძიმე გზა გაიარა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ონისემ პირველ წრეში სერბ პეტარ ცირკოვიჩს იპონით სძლია, მეორე დაპირისპირებაში კი გერმანელ დომენკი შოენფელდტთან ვაზარი აიღო, მაგრამ საბოლოოდ მეტოქემ იპონით დაამარცხა.

სანებლიძემ ბრინჯაოს მედლისთვის გასასვლელ ბრძოლაში მიკიტა სვირიდს სამი გაფრთხილების ხარჯზე სძლია და გადამწყვეტ შეხვედრაში ავსტრიელი აარონ ფარა იპონით დაამარცხა.

ვიდეო 📺

ონისე სანებლიძის იპონი აარონ ფარასთან

ონისე სანებლიძის იპონი აარონ ფარასთან

Posted by ქართული ძიუდო - Georgian Judo on კვირა, 04 ნოემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები