Thumbnail
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე ორმა ქართველმა ძალოსანმა მიიღო მონაწილეობა
  • გოგა ჩხეიძემ ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა

აშხაბადში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ამავდროულად ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ორმა ძალოსანმა იასპარეზა. თურქმენულ ფიცარნაგზე პირველი გოგა ჩხეიძე გამოვიდა. ძალოსანმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ევროპირველობაზე გაიმარჯვა, აშხაბადში ასპარეზობა B ჯგუფში დაიწყო, სადაც ლიდერობა მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა A ჯგუფშიც იასპარეზა და საბოლოოდ, ორჭიდის ჯამში მე-7 ადგილზე გავიდა. 

ასეთივე შედეგით დაასრულა ასპარეზობა მსოფლიო პრიზიორმა და ევროპის ჩემპიონმა შოთა მიშველიძემ. აღსანიშნავია, რომ ორივე ძალოსანმა ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო ქულების ნაწილი მოაგროვა. აქვე გაგაცნობთ სხვა ქართველი ძალოსნების განრიგს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვლენ. 

6 ნოემბერი 18:55 საათი - რეზი დავითაძე 89 კგ. 
7 ნოემბერი 16:25 საათი - ანტონ პლესნოი 96 კგ. 
8 ნოემბერი 18:55 საათი -ირაკლი ჩხეიძე 102 კგ. 
10 ნოემბერი 16:25 საათი - ირაკლი თურმანიძე + 109 კგ.
10 ნოემბერი 16:25 საათი - ლაშა ტალახაძე +109 კგ.

კომენტარები

ბოლო ამბები