Thumbnail
  • გრენობლი 27:27 კლერმონი
  • ბექა გიგაშვილმა ნოემბრის ტესტ-მატჩებამდე ლელო დადო

საფრანგეთის უმაღლესი სარაგბო ლიგის მორიგ ტურში, ბექა გიგაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის გრენობლმა დავით ზირაქაშვილისა და ბექა კაკაბაძის კლერმონს უმასპინძლა, მატჩი ფრედ 27:27 დასრულდა.

მილტონ ჰეიგმა ბექა გიგაშვილი ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის გამოიძახა. ქართველმა მორაგბემ, რომელიც სულ მალე ნაკრების კვართს პირველად მოირგებს, 34-ე წუთზე კლერმონთან ლელოს დადება მოახერხა. გრენობლმა ხუთმეტრიან ხაზთან აუტი მოაწოდა, კლერმონის მორაგბეებმა აუტი მოიგეს, მაგრამ ბურთზე თამაში ვეღარ შეძლეს, რითიც გიგაშვილმა ისარგებლა და მასპინძლები დააწინაურა.

შარშანდელის სეზონის ჩაგდების შემდეგ, კლერმონი ძველი პოზიციების დაბრუნებას ცდილობს. გუნდი პირველ ადგილზეა 32 ქულით. რაც შეეხება გრენობლს, ისინი 9 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-11 ადგილს იკავებენ.

გრენობილი 27:27 კლერმონი 📺

კომენტარები

ბოლო ამბები