Thumbnail

‘ემოციური დღეები იყო, კმაყოფილი ვარ!’ - პირლოს ვიზიტი საქართველოში დასრულდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ანდრეა პირლოს ვიზიტი საქართველოში დასრულდა
  • იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი გადაღებებით კმაყოფილია
  • ევროპაბეთის სარეკლამო რგოლს აუდიტორია თვის ბოლოს იხილავს

ანდრეა პირლოს ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც კომპანია ევროპაბეთის სარეკლამო სახე გახდა, კვირას, ნაშუადღევს, თბილისიდან ვენაში გაფრინდა. გამგზავრების წინ, პირლომ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა.

📺 ვიდეო: ანდრეა პირლოს მესამე დღე თბილისში

“საქართველოში გატარებული დღეებით ძალიან კმაყოფილი ვარ. თბილისში დიდი ხნის შემდეგ დავბრუნდი და საკმაოდ ემოციური დღეები გამოვიდა, რადგან ძალიან ბევრი ფანი შემხვდა. გადაღებებითაც კმაყოფილი ვარ - ამ კამპანიაში მონაწილეობა ჩემთვის საინტერესო გამოცდილებაა,” - განაცხადა პირლომ გამგზავრების წინ.

ლაშა გოგუა (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი): “შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი ანდრეას ხასიათი იყო - როგორი იყო თამაშის დროს და როგორია ცხოვრებაში. პირლო არის ძალიან გაწონასწორებული, შემოქმედი, ევროპელი ფეხბურთელი. კომპანიის პროფილიდან გამომდინარე, ევროპულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მასთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და, როგორც ხედავთ, წარმატებით დასრულდა. პირლო არა მარტო ერთი რგოლის გადაღებისთვის, არამედ მთელი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნისთვის ჩამოვიყვანეთ. პროექტზე კომპანია WINDFOR'S-თან და Metro Production-თან ერთად ვმუშაობთ. მოწვეული გვყავს ფრანგი რეჟისორი, რომელიც თავის სტაფთან ერთად მუშაობს, რაც საბოლოო პროდუქტის ხარისხს კიდევ უფრო აამაღლებს. გადაღებები ძალიან მასშტაბურია არა მარტო ევროპაბეთისთვის, არამედ ქვეყნისთვის. პროეტქზე 200-მდე ადამიანია დასაქმებული და ვფიქრობთ, რომ ძალიან მაგარი ხარისხის იქნება. მომხმარებელი შედეგს მალე იხილავს და თვითონ შეაფასებს.”

ვატო ქავთარაძე (სარეკლამო სააგენტო Windfor's-ის ხელმძღვანელი): "ამ გამოცდილებას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირლო არ არის მსახიობი, რომელსაც ერთსა და იმავეს ათასჯერ გაამეორებინებ. გადაღებებით ყველანი კმაყოფილები ვართ."

სანდრო გაბილაია (Metro Production-ის აღმასრულებელი პროდიუსერი): "ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია გამოცდილების კუთხით. გადაღებებზე ძალიან საინტერესო ჯგუფი მუშაობს. გარდა ამისა, ჩვენ ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელი გადავიღეთ, როგორიც ანდრეა პირლოა. ვფიქრობ, ეს ყველასთვის დიდი გამოცდილებაა."

თბილისიდან წასვლის წინ, იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ თავის ბოლო ინტერვიუში ჯო ჰარტის კარში დარტყმული პანენკა კიდევ ერთხელ გაიხსენა: “ინგლისის ნაკრების კარში გატანილი პანენკა ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო. ნებისმიერი პენალტი ძალიან რთული შესასრულებელია, მაგრამ როდესაც ბურთისკენ მოძრაობა დავიწყე, მივხვდი, რომ ასე უნდა გამეკეთებინა და ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც მინდოდა.”

სარეკლამო რგოლს ანდრეა პირლოს მონაწილეობით საზოგადოება თვის ბოლოს იხილავს.

მეტი ამ თემაზე:

 

კომენტარები

ბოლო ამბები