Thumbnail
  • იუვენტუსი 3:1 კალიარი
  • ტურინელთა დამაჯერებელი გამარჯვება

სერია A-ს მე-11 ტურში ჩემპიონმა იუვენტუსმა 3:1 მოუგო კალიარის. კუნძულელთა კარში პირველი გოლი უკვე პირველ წუთზე გავიდა - პაულო დიბალამ ბენტანკურის პასი შემდეგ მეტოქის მცველები ერთი მოძრაობით ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა. მართალია, 36-ე წუთზე ჟოაო პედრომ გაათანაბრა, მაგრამ მალევე იუვენტუსი წინ გავიდა ავტოგოლით. 87-ე წუთზე იუვემ მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირა - კრიშტიანო რონალდომ ხუან კუადრადოს გაატანინა. 

11 ტურიდან 31 ქულით იუვენტუსი პირველია და უახლოეს მეტოქე ინტერსა და ნაპოლის 6 ქულით უსწრებს. კალიარი 13 ქულით მე-12 ადგილზეა. 

კრიშტიანოს საკლუბო 400 გოლი

იუვენტუსი 3:1 კალიარი

გოლები: 1:0 დიბალა (1), 1:1 ჟოაო პედრო (36), 2:1 ბრადარიჩი (38), 3:1 კუადრადო (87)

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, ბენატია, დე შილიო - ბენტანკური, პიანიჩი (70. ალექს სანდრო), მატუიდი (83. ბარძალი) - დუგლას კოშტა (46. კუადრადო), რონალდო, დიბალა 

ფიორენტინა 1:1 რომა

გოლები: 1:0 ვერეტუ (33-პენ), 1:1 ფლორენცი (85)

კომენტარები

ბოლო ამბები