Thumbnail
  • არსენალი 1:1 ლივერპული
  • ვულვზი 2:3 ტოტენჰემი 

ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურში ლონდონის არსენალმა ლივერპულს უმასპინძლა და 1:1 ეთამაშა. იურგენ კლოპის გუნდი 27 ქულით ლიდერია, ხოლო უნაი ემერის "მეთოფეებს" 23 ქულით მე-5 ადგილი უკავიათ. 

61-ე წუთზე ჯეიმს მილნერმა მეკარის უხერხულად მოგერიებულს დაამატა, თუმცა 82-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა ლივერპულის მეკარეს აჯობა და ანგარიში გაათანაბრა. 

ლუკას მოურამ და ჰარი კეინმა თავიანთი გოლები გაიტანეს

როცა ვულვერჰემპტონისა და ტოტენჰემის თამაშის მეორე ტაიმში ჰარი კეინმა სტუმართა მესამე გოლი გაიტანა, ყველას ეგონა, რომ მატჩის ბედი გადაწყდა, მაგრამ მასპინძლებმა ორი პენალტით მოედანზე სიტუაცია დაძაბეს, თუმცა საბოლოოდ ტოტენჰემმა სამი ქულის შენარჩუნება შეძლო - 2:3. ტოტენჰემი 24 ქულით მე-4 ადგილზეა, ვულვზს 15 ქულა აქვს. 

საინტერესო ფაქტები

მო სალაჰის გუნდი ამ სეზონში პრემიერლიგაში დაუმარცხებელია

► ტოტენჰემის ხუან ფოიტმა დებიუტში ორი პენალტი "აიკიდა". 

► იურგენ კლოპის ლივერპული ამ სეზონში კვლავ დაუმარცხებელია.

► ჯეიმს მილნერის გოლი ამ სეზონში პრემიერლიგის 50-ე გოლი იყო. 

არსენალი 1:1 ლივერპული

გოლები: 0:1 მილნერი (61), 1:1 ლაკაზეტი (82)

არსენალი (4-2-3-1): ლენო - ბელერინი, მუსტაფი, ჰოლდინგი, კოლაშინაცი (81. უელბეკი) - ტორეირა, ჯაკა - მხითარიანი (68. ივობი), იოზილი, ობამეიანგი (73. რემსი) - ლაკაზეტი

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი - მილნერი, ფაბინიო, ვეინალდუმი - სალაჰი (94. მატიპი), ფირმინო (80. შაჩირი), მანე

ვულვზი 2:3 ტოტენჰემი 

გოლები: 0:1 ლამელა (27), 0:2 ლუკას მოურა (30), 0:3 კეინი (61), 1:3 ნევესი (68-პენ), 2:3 ხიმენესი (79-პენ)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, ფოიტი, ალდერვეირელდი, დევისი - ვინკსი, დემბელე (7. სონი) - სისოკო, ლამელა, ლუკას მოურა (79. სანჩესი) - კეინი 

ჟოზემ რაშფორდი გამოიცნო - მანჩესტერ იუნაიტედის ქამბექი ბორნმუთში

კომენტარები

ბოლო ამბები