Thumbnail

ზაზამ ფილადელფიასაც 9 ქულა ჩაუგდო - ემბიდისა და გრიფინის ომი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფილადელფია 109:99 დეტროიტი
  • ფაჩულიამ 15 წუთში 9 ქულა ჩააგდო

ზაზა ფაჩულიას დეტროიტმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო. ფაჩულიამ კი ბრუკლინის შემდეგ, ფილადელფიასთანაც 9 ქულის ჩაგდება მოახერხა. ფილადელფიამ დეტროიტს პირველი ტაიმი 22 ქულის სხვაობით მოუგო, მესამე და მეოთხე მეოთხედში დამარცხდა, მაგრამ მატჩი მაინც მოიგო - 109:99.

ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 15 წუთი ითამაშა, რა დროშიც 9 ქულა, 3 მოხსნა და 3 გადაცემა დააგროვა. დეტროიტის მხრიდან ბლეიკ გრიფინმა საოცრად ითამაშა - 38 ქულა და 13 მოხსნა. ფილადელფიას კი ემბიდმა ულიდერა, რომელმაც 39 ქულა ჩააგდო და 17-ჯერ მოხსნა ბურთი ფარიდან.

ჯოელ ემბიდი იმ მოთამაშეთა რიცხვს შეუერთდა, რომლებმაც სეზონის საწყისი 10 შეხვედრიდან შვიდ მატჩში 30 ქულაზე და 10 მოხსნაზე მეტის დაგროვება შეძლეს.

დეტროიტის მომდევნო მეტოქე მაიამი იქნება, ფილადელფია კი ბრუკლინს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები