Thumbnail
  • საბურთალო 2:1 რუსთავი
  • სიონი 3:1 დილა

ეროვნული ლიგის 31-ე ტურში საბურთალომ რუსთავს უმასპინძლა, 2:1 გაიმარჯვა და მორიგი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა: მე-6 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც რუსთაველი მცველის შეცდომის შედეგად, დავით ვოლკოვი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და გახსნა ანგარიში. ამ ეპიზოდიდან 5 წუთში გურამ გუშთელიანის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, ვაგნერ გონსალვეში მეკარესთან პირისპირ დარჩა და საბურთალო ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდა. რუსთავმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა და ეროვნული ლიგის ლიდერმა უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.

ამ გამარჯვების შემდეგ, საბურთალომ 70 ქულა მოაგროვა და კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა. 62 ქულა და ერთი მატჩით ნაკლები აქვს თბილისის დინამოს, რომელიც 4 ნოემბერს ქუთაისში ტორპედოს დაუპირისპირდება. სწორედ ეს ორი გუნდი იბრძვის ჩემპიონატის მოსაგებად. 

საბურთალო 2:1 რუსთავი

გოლები: 1:0 ვოლკოვი (6), 2:0 გონსალვეში (10), 2:1 კვირკველია (21)

სიონი 3:1 დილა

გოლები: 1:0 ისიანი (14), 2:0 მახარობლიძე (31), 2:1 კოვტალიუკი (71), 3:1 მახარობლიძე (86)

კომენტარები

ბოლო ამბები