Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი U 23 | პაპინაშვილის ვერცხლი, ლიპარტელიანის ბრინჯაო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პირველ დღეს 5-მა ქართველმა იასპარეზა
  • ჯაბა პაპინაშვილის (60 კგ) ვერცხლი
  • ეთერ ლიპარტელიანის (57 კგ) ბრინჯაო

უნგრეთის ქალაქ დიორში ევროპის ახალგაზრდული (U 23) ჩემპიონატი მიმდინარეობს ძიუდოში. შეჯიბრების პირველ დღეს ქართულმა დელეგაციამ ორი მედალი დაისაკუთრა - ბიჭებში ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ) იყოჩაღა, გოგონებში კი - ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ). პირველ დღეს 5 ქართველი ძიუდოისტი ჩაება საქმეში.

ჯაბა ფინალში ქართველთან

60 კილოში ჯაბა პაპინაშვილი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, მეორეში ის მოლდოველ მიჰაილ დონჩილას გაუმკლავდა. ჯაბამ შემდეგ აზერბაიჯანელ რაშად იელკიევს მოუგო. ნახევარფინალში პაპინაშვილმა რუსი ივან დოლგიხი დაამარცხა, მაგრამ ფინალში ასევე რუს ძიუდოისტთან, ქართული წარმოშობის იაგო აბულაძესთან ვერას გახდა. ნახევარფინალის გარდა პაპინაშვილის ყველა ბრძოლაში იპონი დაფიქსირდა. 

მარცხნიდან პირველი პაპინაშვილი, მეორე აბულაძე

66-ში ორი მოჭიდავე გვყავდა - გიორგი ნიაზაშვილმა მასპინძელ მარკ ჩეჰს მოუგო, მაგრამ ბოსნიელ პეტარ ზარდოსთან იპონით დამარცხდა. 

თორნიკე ნაგლიაშვილმა ებრაელი ამირ დანტე, ბელარუსი ძმიტრი მინკოუ და გერმანელი მიშელ ადამი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ესპანელ მარტინ გაიტეროსთან წააგო, ხოლო ებრაელ იარინ მენაგედს ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ტატამზე არ გამოუცხადდა.

ბრინჯაო გოგონებში

ეთერ ლიპარტელიანი მარჯვნივ

52 კილოში მარიამ ჯანაშვილმა ჰოლანდიელ დიტე ბრუილს მოუგო, მაგრამ ებრაელ ბეტინა ტემელკოვასთან დამარცხდა. რეპეშაჟში ქართველმა ერთხელაც წააგო - რუმინელ ელენა სტერესთან და მე-7 ადგილზე გავიდა.

57-ში შესანიშნავად იჭიდავა ეთერ ლიპარტელიანმა. მან ჯერ მასპინძელ ბრიგიტა ვარგას მოუგო, შემდეგ კი ბელგიელ მირიამ ბლავიეს. მესამე წრეში ეთერი ბრიტანელ ლელე ნაირნესთან ვაზარით დამარცხდა. 

ლიპარტელიანმა რეპეშაჟში ხორვატ ივა ობერანს მოუგო, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი მან გერმანელ ანე შმიდტს აჯობა.

კომენტარები

ბოლო ამბები