Thumbnail

კიდევ ერთი ქართველი პარიზულ გრანდში: რასინგმა გია ხარაიშვილი დაიმატა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მესამე ქართველი მორაგბე, რომელიც რასინგში ითამაშებს
  • დიდი 10-დან საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონში

საფრანგეთის ტოპ 14-ისა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში - პარიზის რასინგში კიდევ ერთი ქართველი გადავიდა. 19 წლის გია ხარაიშვილი თითქოს და სამედიცინო ჯოკერის სტატუსით გადადიოდა სახელოვან ფრანგულ კლუბში, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყდა, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი რასინგთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებდა.

"ახალგაზრდა ბორჯღალოსნების“ 120 კგ. წონის მარჯვენა ბურჯი, რომელმაც წლევანდელ ასაკობრივ მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, პარიზული კლუბის ესპუარებში ჩაირიცხა და შეეცდება, 20-წლამდელთა ნაკრებში თანაგუნდელ გურამ გოგიჩაშვილის გზა გაიმეოროს და ესპუარებიდან „რასინგის“ ძირითად გუნდში გადავიდეს. გოგიჩაშვილის გარდა ამ გუნდში ვასილ კაკოვინიც თამაშობს.

მარნეულის „არმაზის“ ყოფილი მორაგბე „რასინგის“ მომზადების ცენტრში სამ წელიწადს გაატარებს და JIFF-ის სტატუსს მიიღებს, რომელიც მას საფრანგეთში ადგილობრივ მორაგბეებთან გაათანაბრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები