Thumbnail

მიხეილ ნარიაშვილი 2017 წლის საუკეთესო ქართველი მორაგბეა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ხუთი მორაგბე ერთი ტიტულისთვის
  • მიხეილ ნარიაშვილი წლის მორაგბეა.
  • სხვა ნომინაციები.

საქართველოს რაგბის კავშირმა ფეისბუქ-გვერდზე ჩაატარა გამოკითხვა და გულშემატკივარს მისცა შანსი წლის საუკეთესო მორაგბე გამოევლინა. ნომინანტთა შორის იყვნენ: მიხეილ ნარიაშვილი, მერაბ შარიქაძე, ბექა ბიწაძე, ლაშა ლომიძე და ჯაბა ბრეგვაძე.

2017 წლის საუკეთესო მორაგბედ მიხეილ ნარიაშვილი დაასახელეს. ნარიაშვილი ფრანგული მონპელიეს ღირსებას იცავს, ის ეროვნულ ნაკრებში 2012 წლიდან თამაშობს.

2017 წელს, რუსულენოვანმა სარაგბო პორტალმა rugger.info-მ მკითხველებისდახმარებით პლანეტის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც ნარიაშვილიც მოხვდა.

გულშემატკივრებმა სოსო მათიაშვილის ლელო წლის ლელოდ დაასახელეს. კანადასთან სოსოს მეორე ლელო მართლაც გამორჩეული და ლამაზი გამოვიდა.

საუკეთესო ქალ მორაგბედ თიკა პაპუაშვილი დაასახელეს, რომელმაც 2017 წელს ეროვნული ნაკრების კვართით 9 ტურნირზე ითამაშა და 13 ლელო დადო.

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე უმცროსი ბორჯღალოსნების წარმატებული გამოსვლა არავის დავიწყებია და ისინი წლის ახალგაზრდულ ნაკრებად აღიარეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები