Thumbnail

McDonald's გერმანულ ფეხბურთს ემშვიდობება და აქცენტს eSports-ზე აკეთებს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • McDonald's გერმანულ ფეხბურთთან 15 წლიან პარტნიორობას ასრულებს
  • სწრაფი კვების კომპანიამ ESL One-თან და ESL Meisterschaft-თან პარტნიორობა გააღრმავა

McDonald's გერმანიის ფეხბურთის ასოციაციასთან (DFB) პარტნიორობას ასრულებს და ელექტრონული სპორტის კომპანიებთან აღრმავებს ურთიერთობას. სწრაფი კვების ბრენდმა ESL-თან არსებული საქმიანი ურთიერთობა 2019 წლის ბოლომდე გააგრძელა.

2018 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ McDonald's გერმანიაში იმ კომპანიის ოფიციალური პარტნიორი გახდებოდა, რომელიც CS:GO-ს, League of Legends-ის და FIFA-ს ტურნირებს ატარებს. 

'McDonald's გლობალური ბრენდია, რომელიც თავისი არსით ახლოს დგას ახალგაზრდულ კულტურასთან - ისევე როგორც ESL. პარტნიორობის გაგრძელებით ბედნიერები ვართ. ვთვლი, რომ ეს კიდევ უფრო პოპულარულს და მასშტაბურს გახდის ელექტრონული სპორტის სამყაროს.' - განაცხადა ბერნარდ მოგკმა, რომელიც ESL-ელის გაყიდვების დირექტორია.

McDonald's, Intel-თან და Mercedes-Benz-თან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრენდია, რომელიც ESL One-თან თანამშრომლობს. საგულისხმოა, რომ 2019 წლის იანვარში, გერმანიის ფეხბურთის ასოციაციასთან პარტნიორობას Mercedes-Benz-იც ასრულებს.

McDonald's-ის კიდევ ერთი ახალი სტრატეგიული პარტნიორი მარკეტინგული კომპანია Jung von matt / SPORTS-ია, რომელმაც წარსულში eSports მარკეტინგული კამპანიები ისეთი ბრენდებისთვის შექმნა, როგორც Mercedes-Benz-ია.

სწრაფი კვების კომპანიის და ESL one-ის პარტნიორობის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით კონფიდენციალურია. 

შეგახსენებთ, რომ McDonald's გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის პარტნიორი 2004 წლიდან იყო. McDonald's-ის ოფიციალური განცხადება, კომპანიის სპიკერმა, ფილიპ ვაჩოლზმა გაახმოვანა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გერმანულ ფეხბურთთან პარტნიორობის გაწყვეტა ელექტრონულ სპორტთან პირდაპირ კავშირში არ იყო, თუმცა, ისიც დაამატა, რომ ახალი საქმიანი ურთიერთობის უმთავრესი მიზანი ახალგაზრდების და თინეიჯერების მოზიდვაა.

'ელექტრონულ სპორტთან ურთიერთობის გაღრმავება ჩვენთვის ძალიან კარგია, რადგან აშკარად ვხედავთ, რომ ამ პარტნიორობის შედეგად სამიზნე აუდიტორიაში ბრენდის ცნობადობა მატულობს.' - განაცხადა ვაჩოლზმა.

კომენტარები

ბოლო ამბები