Thumbnail
  • ეროვნული ლიგის 31-ე ტური ივანწმინდაში გაიხსნა
  • ჩიხურა 0:0 ლოკომოტივი

ეროვნული ლიგის 31-ე ტური ივანწმინდაში გამართული შეხვედრით გაიხსნა, სადაც საჩხერის ჩიხურა თბილისის ლოკომოტივს დაუპირისპირდა. ჩიხურა ევროსაგზურისთვის იბრძვის და უფრო მეტად სჭირდებოდა სამი ქულა. შედეგად, მატჩი მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა ეს შედეგზე არ აისახა. რამდენიმე მწვავე მომენტის მიუხედავად, ანგარიში არ გახსნილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

საჩხერის ჩიხურამ 54 ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილზეა სატურნირო ცხრილში. 55 ქულით მესამე ადგილზე ქუთაისის ტორპედოა, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ლიდერი საბურთალოა 67 ქულით, მეორე ადგილი კი თბილისის დინამოს უკავია 62 ქულით. ტურის ცენტრალური მატჩი 4 ნოემბერს ქუთაისში გაიმართება, სადაც ტორპედო თბილისის დინამოს მიიღებს.

ჩიხურა 0:0 ლოკომოტივი

ჩიხურა: ჰამზიჩი, კახაბრიშვილი (87. იონანიძე), მაისაშვილი, კაკუბავა, ჩიკვაიძე, ბუღრიძე, დობროვოლსკი, ჩიხლაძე, სარდალიშვილი (88. ლექვთაძე), გაბედავა, მარკოზაშვილი

ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე, ჭანტურია, ქურდაძე, უბილავა, გვალია (74. ძებნიაური), შონია, ჯონი (65. ინჯგია), დავითაშვილი, არდაზიშვილი (86. კიკაბიძე), გავაშელიშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები