Thumbnail

დეიან ლოვრენი: ‘სერხიო რამოსზე მაგარი ვარ და იცით რატომ?’

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლივერპულის მცველმა სერხიო რამოსზე ილაპარაკა
  • დეიან ლოვრენს მიაჩნია, რომ ესპანელზე უკეთესი მცველია

დეიან ლოვრენს მიაჩნია, რომ სერხიო რამოსზე უკეთესი მცველია: “თუ სერხიო რამოსს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ის უფრო მეტ შეცდომას უშვებს, ვიდრე მე. უბრალოდ, რამოსი მადრიდის რეალში თამაშობს. როცა გუნდში კრიშტიანო რონალდო გყავს, მცველის შეცდომა ნიშნავს თამაშის 5:1 ან 5:2 მოგებას და, შესაბამისად, შეცდომა აღარავის ახსოვს. ახლა რონალდო იუვენტუსში თამაშობს და რეალის დაცვის სისუსტეც გამოჩნდა.” - განაცხადა ლივერპულის მცველმა, - “მე, შეცდომის დაშვების შემდეგ აღარავის ველაპარაკები ხოლმე - ცოლსაც კი.”

ხორვატი ფიქრობს, რომ დღესდღეობით მსოფლიოში საუკეთესო მცველი არა სერხიო რამოსი, არამედ მისი თანაგუნდელი რაფაელ ვარანია: “მე ვარანი მომწონს. ვფიქრობ, ის უფრო დიდ აღიარებას იმსახურებს. არადა, ყველა რამოსს აღიარებს, რასაც არ ვეთანხმები. ვარანი ულაპარაკოდ რამოსზე უკეთესია. მან ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.”

29 წლის დეიან ლოვრენი ლივერპულში 2014 წლიდან თამაშობს და ახლა უკვე გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. მან ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა, რომელიც ლივერპულმა რეალთან წააგო. 

როდესაც ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, ლოვრენმა საკუთარ თავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი უწოდა. ფინალის წაგების მიუხედავად, ლოვრენს აზრი არ შეუცვლია: “მე ვთქვი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვარ. არ მითქვამს, ყველაზე მაგარი ვარ-მეთქი. ნახეთ, რამდენმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი გასულ სეზონში. მე ვიყავი მეორე ფეხბურთელი ტიერი ანრის შემდეგ, ვინც ეს მოახერხა.”

კომენტარები

ბოლო ამბები