Thumbnail

Overwatch | მსოფლიო თასის ყურება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Overwatch-ის მსოფლიო თასი დღეს იწყება
  • Blizzard-მა ტურნირის დაწყებამდე მაყურებელს სასიამოვნო სიახლე შესთავაზა

Blizzard-მა Overwatch-ის მსოფლიო თასისთვის Battle.net განაახლა. ახლა უკვე ყველა მომხმარებელს შეუძლია გახსნას აპლიკაცია, Overwatch World Cup Viewer გადმოწეროს და შეხვედრებს პირდაპირ Battle.net-ში უყუროს. კომპანია აპირებს, რომ ეს ფუნქცია მუდმივი გახადოს და მსგავსი სიახლე სხვა თამაშებშიც დანერგოს.

ახალი აპლიკაციის გადმოწერა ძალიან მარტივია, უბრალოდ დააჭერთ Overwatch-ის ნიშნულს, რეგიონის/ანგარიშის (Region/Account) მენიუში აირჩევთ Overwatch World Cup Viewer-ს და დააინსტალირებთ მას.

'პროფესიონალური ელექტრონული სპორტის ყურების საშუალებას ყველა მსურველს ვაძლევთ, რათა მათ თავად აკონტროლონ, თუ როგორ სურთ მატჩების ყურება,' - წერია Blizzard-ის ოფიციალურ ბლოგ პოსტში. - 'უყურეთ თამაშებს პირდაპირ ეთერში, ასიათასობით სხვა ადამიანთან ერთად, ისე როგორც და რა ხედითაც გსურთ.'

მომხმარებელს აპლიკაციისთვის კლავიატურის გამოყენებით არაერთი სასარგებლო ბრძანების მიცემა შეუძლია, რომლებიც ყურების პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. ბრძანებების სრული ჩამონათვლის ხილვა აქ შეგიძლიათ.

გყავთ საყვარელი მოთამაშე? შეგიძლიათ მთელი თამაშის მანძილზე მხოლოდ მას უყუროთ. გინდათ იმის გაგება, თუ როგორ იწყება გუნდური ორთაბრძოლები? ჩართეთ რუკის ზედხედით ყურების ფუნქცია. შეხვედრების გამეორებით ყურება კი მათი დასრულებიდან ერთი თვის მანძილზე იქნება შესაძლებელი.

საბოლოოდ, ამ ფუნქციას Overwatch League-ს მიმდინარეობის დროსაც გამოიყენებენ. თამაშის რეჟისორმა, ჯეფ კაპლანმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში, Ovewatch-ის მოყვარულებს, საკუთარი თამაშების განმეორებით ხილვაც შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასი დღეს აიღებს სტარტს და Blizzcon 2018-ის ფარგლებში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები