Thumbnail

'Make Us Dream' - ახალი დოკუმენტური ფილმი სტივენ ჯერარდის შესახებ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 'MAKE US DREAM' კინო-გაქირავებში ნოემბერში გამოვა
  • ამაზონის პროექტი ჯერარდის კარიერას მთელი დრამატურგიით გადმოსცემს...

სტივენ ჯერარდი ერთადერთი ფეხბრუთელია, ვისაც ასოციაციის თასის, ჩემპიონთა ლიგის, ლიგის თასის და უეფას თასის ფინალებში აქვს გოლი გატანილი. 8 წლიდან ლივერპულში თამაშობდა და კარიერაში კლუბთან ერთად, პრემიერლიგის გარდა თითქმის ყველაფერი მოიგო.

Make Us Dream-ში რეინჯერსის დღევანდელი მწვრთნელი ამბობს, რომ მას ხშირად აწუხებდა კითხვა მართლა იყო ასეთი კარგი თუ უბრალოდ ხალხი აჭარბებდა.

"ფეხბურთის არ არის იმის შესახებ, რომ უბრალოდ ადგე და ითამაშო. იმ პრობლემებს უნდა შეეგუო, რაც მას თან ახლავს." ამბობს ლივერპულის ყოფილი კაპიტანი.

დოკუმენტური ფილმი კინოთეატრებში 15 ნოემბრიდან გამოვა, ნამუშევარი იგივე ჯგუფის შექმნილია, ვინც თავის დროზე ლეგენდარულ ფორმულა 1-ის მბრბოლელზე აირტონ სენაზე ცნობილი დოკუმენტური - Senna (2010) შექმნა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები