Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, თურქმენეთის პრეზიდენტმა ძალოსნობაში თავი წარმოაჩინა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

1-10 ნოემბერს, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში. პრესტიჟული ტურნირის საორგანიზაციო საკითხებში თურქმენეთის მთავრობის წევრები არიან ჩართულნი, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი, გურბანგულ ბერდიმუხამედოვი. 

თურქმენეთის პირველმა პირმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებზე ითათბირა, შემდეგ კი ძალის დემონსტრირება მოახდინა და მქუხარე ტაშის ფონზე, ძელი აიტაცა. ნათელია, რომ თურქმენეთში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.

საქართველოს ნაკრები უკვე გაემგზავრა თურქმენეთში, ქართველი ძალოსნები კი ჩემპიონატში 3 ნოემბრიდან დაიწყებენ ასპარეზობას. მსოფლიოს ჩემპიონატზე 7 ძალოსანი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი ლაშ ტალახაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები