Thumbnail
  • თომას ტუხელმა ანხელ დი მარია არ დათმო
  • არგენტინელმა პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ანხელ დი მარია პარი სენ-ჟერმენიდან არ წავა! ფრანგულმა გრანდმა არგენტინელ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. 30 წლის გარემარბის შესაძლო ტრანსფერზე ფრანგულ პრესაში ხშირად იწერებოდა, მაგრამ პსჟ-ს ახალ მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელს მისი დაკარგვა არ სურს. პარიზელებმა ოფიცალურად დაადასტურეს, რომ დი მარიასთან კონტრაქტი 2021 წლამდე გახანგრძლივდა.

ანხელ დი მარია პსჟ-ში 2015 წელს, მანჩესტერ იუნაიტედიდან გადავიდა. ტუხელის ხელმძღვანელობით მსოფლიოს 2014 წლის ვიცე-ჩემპიონი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია - ამ სეზონში დი მარიამ 15 ოფიციალურ მატჩში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასიც მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები