Thumbnail

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჩემპიონატი წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
  • რიგით მეთერთმეტე სეზონი სტარტს 4 ნოემბერს აიღებს

31 ოქტომბერს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ახალი, 2018-2019 წლების სეზონის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა. რიგით მეთერთმეტე სეზონი სტარტს 4 ნოემბერს აიღებს. ჩემპიონატი წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება: პირველად, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ფუტსალის სამოყვარულო ლიგის გათამაშება, რომლის გარდაც წლევანდელი სეზონი ოთხ კორპორატიულ - სუპერლიგას, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგას გააერთიანებს. გაზაფხულზე დაიწყება ლიგის თასის გათამაშება და საკვალიფიკაციო ლიგა, დებიუტანტი გუნდებისთვის. ჩემპიონატის თამაშებს ტრადიციულად თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

წილისყრაში მონაწილეობა მოქმედი ჩემპიონების კაპიტნებმა მიიღეს

წილისყრაზე, რომელშიც მონაწილეობა მოქმედი ჩემპიონების კაპიტნებმა მიიღეს, გუნდები სატურნირო ცხრილში სიმბოლური ნუმერაციით განაწილდნენ, რის შემდეგაც გაირკვა წრიული ეტაპის სათამაშო განრიგი. 4 ნოემბერს პირველი ტურის შეხვედრებს ოქროს და ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ, 11 ნოემბერს კი ჩემპიონატში სუპერლიგის და ვერცხლის ლიგის მონაწილეები ჩაერთვებიან. 11 ნოემბერს აიღებს სტარტს ფუტსალის სამოყვარული ლიგის სადებიუტო გათამაშებაც, რომლის წილსიყრაც, მომდევნო კვირას ფუტსალის ლიგის წილისყრასთან ერთად გაიმართება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა ახალ სეზონს, კიდევ ერთი სიახლით ხვდება. ესპანური სპორტული ბრენდი JOMA და ესპანური La Liga, საქართველოში ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენელთან ერთად, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის მონაწილეებს სპეციალურ და განსაკუთრებულ წინადადებას სთავაზობს. ჩემპიონატის მონაწილე, რომელიც მთელი სეზონის  განმავლობაში ითამაშებს ჯომას სპორტული ფეხსაცმლით და განურჩევლად ლიგისა, გაიტანს ყველაზე მეტ გოლს, საჩუქრად მიიღებს ორ ბილეთს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 2019/20 წლების სეზონის  ერთ-ერთ მატჩზე. პრიზი ითვალისწინებს თამაშზე  დასასწრებ ორ ბილეთს და  ორ ავიაბილეთს.

სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორი: ზაალ ჩიტალაძე

 

კომენტარები

ბოლო ამბები