Thumbnail

ევროპალიგის ფინალი თბილისში - აჯობებს საქართველო ავსტრიასა და ესპანეთს?

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უეფას 2021 წლის ევროთასების ფინალების მასპინძლობის 11 პრეტენდენტი ცნობილია
  • "დინამო არენამ" უეფას სუპერთასის შემდეგ შესაძლოა კიდევ ერთი დიდი მატჩი მიიღოს 
  • უეფა გადაწყვეტილებას მომავალი წლის ზაფხულისთვის გამოაცხადებს

ევროთასების ფინალური მატჩების მასპინძლობის პრეტენდენტთა შორის საქართველოცაა. 2021 წლის ევროთასების ფინალების ჩატარების ინტერესი 11-მა ეროვნულმა ასოციაციამ, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოთქვა და უეფაში შესაბამისი განაცხადი შეიტანა. თბილისი 2021 წლის ევროპალიგის ფინალური შეხვედრის ჩატარებისთვის ვენასა და სევილიასთან იბრძოლებს.

ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალური საიტი იუწყება.  

დინამო არენაზე ქომაგმა მესის, ინიესტასა და  სუარესის თამაში ცოცხლად იხილა

2021 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის, ევროპალიგისა და ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩების გამართვის ადგილის შერჩევის პროცესი 28 სექტემბრიდან დაიწყო. ეროვნულ ასოციაციებს კი მატჩების მასპინძლობის ინტერესი 26 ოქტომბრამდე უნდა დაეფიქსირებინათ. 

ინტერესის გამოხატვა ვალდებულების აღებას არ ნიშნავს. საბოლოო წინადადება, განაცხადის დოსიესთან ერთად, უეფაში 2019 წლის 15 თებერვლამდე უნდა შევიდეს. უეფას აღმასრულებელი კომიტეტი 2021 წლის ევროთასების ფინალების მასპინძელთა ვინაობას კი 2019 წლის მაისში ან ივნისში დაასახელებს.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე მაღალი  რანგის საფეხბურთო მატჩი, რომელიც საქართველოში აქამდე ჩატარებულა, 2015 წლის უეფას სუპერთასის შეხვედრა იყო. "დინამო არენაზე" ბარსელონამ სევილია ანგარიშით 5:4 დაამარცხა.

პრეტენდენტები

უეფას ჩემპიონთა ლიგა
გერმანია, მიუნხენი, "ალიანც არენა"
რუსეთი, სანკტ პეტერბურგი, "სანტ პეტერბურგი"

უეფას ევროპალიგა
ავსტრია, ვენა, "ერნსტ ჰაპელი"
საქართველო, თბილისი, "დინამო არენა"
ესპანეთი, სევილია, (არენა მოგვიანებით დადგინდება)

უეფას სუპერთასი
ბელარუსი, მინსკი, "დინამო"
ფინეთი, ჰელსინკი, "ოლიმპიური"
ჩრდ. ირლანდია, ბელფასტი, "უინძორ პარკი"
უკრაინა, ხარკოვი, "მეტალისტი"

უეფას ჩემპიონთა ლიგა ქალთა შორის
ჩეხეთი, პრაღა, "ედენი"
შვედეთი, გიოტერბორგი, "გამლა ულევი".

კომენტარები

ბოლო ამბები