Thumbnail

ეროვნული ლიგის გამოტოვებულ შეხვედრაში ქუთაისის ტორპედო თბილისის დინამოს ესტუმრა და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. კახა ჩხეტიანის გუნდმა მინიმალური სხვაობით, 1:0 სძლია მეტოქეს. ერთადერთი და გამარჯვების გოლი თორნიკე კაპანაძემ გაიტანა.

ტორპედომ უპირატესობით წარმართა შეხვედრა, ერთ ეპიზოდში კი ქუთაისელმა ფეხბურთელებმა ბურთი ბრწყინვალედ დაიჭირეს, 32 პასი გადააბეს და გულშემატკივართა ოვაციები დაიმსახურეს. აღსანიშნავია, რომ ტაშს დინამოს ქომაგებიც უკრავდნენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები