Thumbnail
  • ურალის ქართველმა ჰავბეკმა 6-თვიანი უქმობის შემდეგ რუსეთის თასზე ითამაშა
  • გიორგიმ ნიჟნი ნოვგოროდთან ბოლო 15 წუთი ითამაშა და საგოლე პასი მიითვალა
  • ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 2:0 მოიგო და თასის 1/4-ფინალში გავიდა

გიორგი ჭანტურია ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ეკატერინბურგის ურალის ქართველმა ნახევარმცველმა, რომელსაც მძიმე ტრავმის შემდეგ ნახევარი წელიწადი გაუცდა, პირველად რუსეთის თასის ⅛-ფინალში, ნიჟნი ნოვგოროდთან მატჩში ითამაშა და საგოლე პასიც მიითვალა.

ურალმა საკუთარ მოედანზე რუსეთის პირველი ლიგის გუნდი მხოლოდ დამატებით ტაიმებში, ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ¼-ფინალში გავიდა. ჩანტურია მასპინძელთა შემადგენლობაში ცვლილებაზე 105-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 1:0 იყო, ზედ საფინალო სასტვენის წინ კი საგოლე პასი მიითვალა. გიორგი გადაცემის შემდეგ საბოლოო ანგარიში ალეკსეი ევსეევმა დააფიქსირა.

გიორგი ჭანტურიამ მუხლის ჯვარედინი მყესები აპრილში გაიწყვიტა. ქართველ ფეხბურთელს ოპერაცია მიუნხენში ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეაბილიტაციის 6-თვიანი პროცესი დასჭირდა.

გიორგი ეკატერინბურგის კლუბის ღირსებას 2016 წლიდან იცავს. ჰავბეკმა გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 18 მატჩში ითამაშა, გაიტანა 3 გოლი და შეასრულე ერთი საგოლე პასი.

ჭანტურიას გუნდს რუსეთის პრემიერლიგაში გასული 12 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები