Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 3:6, 7:6, 6:7 კევინ ანდერსონი
  • მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილი 21-ეა

პარიზის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი (22) მეორე წრეში მე-7 ნომრად განთესილ კევინ ანდერსონს (6) შეხვდა და სამ სეტში 3:6, 7:6 (7:3), 6:7 (3:7) დათმო.

პირველ სეტში 4:3-ზე სამხრეთაფრიკელმა ბასილაშვილის მოწოდება მოიგო და სეტიც ბოლომდე 33 წუთში მიიყვანა. მეორე სეტში თანაბარი ბრძოლა იყო, ერთ ეპიზოდში ნიკამ სამი ბრეიქ პოინტი გაანიავა. ასე მივიდა საქმე ტაი ბრეიკამდე, რომელიც ბასილაშვილმა 7:3 მოიგო. თანაბარი იყო ორთაბრძოლა გადამწყვეტ სეტშიც. 4:5-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა ორი მატჩ პოინტი გადაარჩინა. ტაი ბრეიკში ნიკამ 3:7 დათმო. 

მესამე წრეში ანდერსონი იაპონელ კეი ნიშიკორის (11) ეთამაშება, რომელმაც ორ სეტში დაამარცხა ფრანგი მანარინო 7:5, 6:4. 

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი და ანდერსონი აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორჯერვე ანდერსონმა იმარჯვა. 

ბასილაშვილმა პარიზის მასტერსში 45 ქულა დააგროვა და ამით საჩოგბურთო სეზონი დაასრულა. მიმდინარე რეიტინგში ნიკა 1 795 ქულით 21-ე პოზიციაზეა. თეორიულად მისი გადასწრება მხოლოდ 2 ჩოგბურთელს შეუძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები