Thumbnail

48 გუნდი მომდევნო მუნდიალზე? ინფანტინოს ასე უნდა!

  • ფიფას პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზეც 48 გუნდმა ითამაშოს

48 გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე? 2026 წელს, როცა მუნდიალი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში უნდა ჩატარდეს, ნამდვილად ასე იქნება. ახლა კი, ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ამბობს, რომ შესაძლოა, გუნდების რაოდენობა მომდევნო მუნდიალზევე გაიზარდოს.

“2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ნამდვილად 48 გუნდი ითამაშებს, მაგრამ 2022? თქვენ მე მიცნობთ - ეს შესაძლებელია. რატომაც არა?” - განაცხადა ინფანტინომ აზიის კონგრესზე.

2026 წლის მუნდიალზე გუნდების 48-მდე გაზრდა ჯერ კიდევ 2017 წელს გადაწყდა, ახლა კი ირკვევა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესახებ კიდევ ერთხელ იმსჯელებენ და გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 2019 წლის დასაწყისში იქნება ცნობილი.

კომენტარები

ბოლო ამბები