Thumbnail
  • დორტმუნდმა, შესაძლოა, კრისტიან პულიშიჩი დაკარგოს
  • ამერიკელი ახალი კონტრაქტის გაფორმებას აჭიანურებს

იტალიური “ტუტოსპორტის” ინფორმაციით, ტურინის იუვენტუსს დორტმუნდის ბორუსიას ამერიკელი გარემარბის, კრისტიან პულიშიჩის გადაბირება სურს და ტრანსფერის ზაფხულში განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებს. იტალიური გრანდს მიზნად გუნდის გაახალგაზრდავება აქვს დასახული და როგორც ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, იუვეს სასურველ ფეხბურთელთა სიაში პულიშიჩი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. თანაც, 20 წლის ამერიკელი ისეთ სიტუაციაში, რომ იუვენტუსს მისი გადაბირების მართლაც კარგი შანსი აქვს.

პულიშიჩს დორტმუნდის ბორუსიასთან კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს გაფორმებული და გერმანული კლუბი უკვე ცაიტნოტშია. თუ ბორუსიამ ამერიკელთან ზაფხულამდე ახალი ხელშეკრულების გაფორმება ვერ შეძლო, იძულებული გახდება, გაყიდოს და იუვენტუსიც სწორედ ამას ელოდება.

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში პულიშიჩი ისე ვეღარ ბრწყინავს, როგორც შარშან: ახალგაზრდა გარემარბი, რომელიც აშშ-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ბორუსიაში ჯეიდონ სანჩოსა და იაკობ ბრუუნ ლარსენის ჩრდილში მოექცა. არადა, წინა სეზონში პულიშიჩი შეუდარებელი იყო. 

მიუხედავად რეგრესისა, ტოპ-კლუბებს მისდამი ინტერესი არ გაუნელდათ. იუვესთან ერთად, მის გადაბირებაზე ლივერპული, რომა და მადრიდის რეალიც ფიქრობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები