Thumbnail

ბაიერნი მძიმე მდგომარეობაშია: ტიაგო რამდენიმე კვირა არ იქნება!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტიაგო ალკანტარა რიოდინგჰაუზენთან შეხვედრაში დაშავდა
  • ნიკო კოვაჩს უკვე სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს

მიუნხენის ბაიერნს პრობლემები ისედაც არ აკლდა, ახლა კი კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი დაუშავდა. რეკორდმაისტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტიაგო ალკანტარა გუნდს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვეღარ დაეხმარება. 27 წლის ესპანელმა ტრავმა გერმანიის თასის მატჩში, რიოდინგჰაუზენთან (2:1) მიიღო და 75-ე წუთზე შეცვალეს. 

“იმედი მაქვს, რომ ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ მგონი ვერ გადავრჩებით,” - ამბობდა მატჩის შემდეგ რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნენი ნიკო კოვაჩი და მისი ვარაუდი მეორე დღეს ექიმებმა დაადასტურეს.

შეგახსენებთ, რომ ბაიერნის ლაზარეთი ისედაც სავსეა. ტიაგო ალკანტარას გარდა, ტრავმები აქვთ კორენტენ ტოლისოს, კინგსლი კომანს, არიენ რობენს, ჟერომ ბოატენგს, ხამეს როდრიგესსა და მატს ჰუმელსს.

ბაიერნის მწვრთნელ ნიკო კოვაჩს პრობლემები არ ელევა

 

კომენტარები

ბოლო ამბები