Thumbnail

დიდი 10-ის გასული სეზონის საუკეთესოები დაასახელეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საუკეთესო მოთამაშე.
  • საუკეთესო მწვრთნელი.
  • 2016-2017 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები.

2017 წელი დასრულდა და დიდი ათის შეჯამების დროა. საქართველოს რაგბის კავშირმა გამოკითხვის მეთოდით საუკეთესოები შეარჩია და სეზონის სიმბოლური ნაკრებიც დაასახელა.

დიდი ათის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ სოსო მათიაშვილი დასახელდა. აკადემიის მორაგბეს დებიუტი ეროვნულ ნაკრებში მარტში ჰქონდა. ახალგაზრდა მორაგბემ ეროვნული ნაკრების კვართით უკვე 4 ლელოს დადება მოასწრო. 

გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელი პალიკო ჯიმშელაძე გახდა. გორის ჯიქმა ჯიმშელაძესთან ერთად ქვეყნის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა.

რაც შეეხება მსაჯს, გასული სეზონის საუკეთესო მსაჯად შოთა თევზაძე დასახელდა. თევზაძე ნოემბრის ტესტების ორ შეხვედრაზე გვერდით არბიტრად იყო მიწვეული, ხოლო კონტინენტის ფარის ორ მატჩში მთავარი არბიტრი გახლდათ.

სეზონის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება.

2016-2017 წლების სეზონის საუკეთესო 15-ეული 

 

კომენტარები

ბოლო ამბები