Thumbnail

გუნდის 85% აკადემიაში აღზრდილია - როგორ ახერხებს ამას ბილბაოს ატლეტიკი?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 'წელიწადში მინიმუმ 2 მოთამაშე პირველ გუნდში გადადის'
  • ბასკების თითქმის საუკუნოვანი ტრადიცია დღემდე გრძელდება

ბილბაოდან 10 კილომეტრის დაშორებით, წყნარი, პატარა ქალაქი - ლესამა მდებარეობს. დასახლება, რომლის მოსახლეობაც 2,400 მაცხოვრებელს არ აღემატება, ბასკების მთავარი სიამაყის - ბილბაოს ატლეტიკის სახლია.

კლუბის დაარსებიდან (1898), 11 წლის შემდეგ - ბასკებმა პირობა დადეს, რომ კლუბში მხოლოდ ბასკეთში დაბადებული ფეხბურთელები ითამაშებდნენ, ან ისეთები, რომლებიც ბასკეთში გაიზარდნენ.

თითქმის საუკუნის შემდეგ, ეს პირობა ისევ ძალაშია და თან იმ შედეგის თანხლებით, რომ ატლეტიკი, ბარსას და რეალთან ერთად, სამი გუნდიდან ერთ-ერთია, რომელიც ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან არასოდეს გავარდნილა.

კლუბი, თავის ლოკალურ ტალანტს, პირველი გუნდისთვის ლესამას საწვრთნელ ცენტრში ამზადებს, რომელიც 1971 წელს გაიხსნა. დღეს ლესამას ბაზა, ატლეტიკის პირველ გუნდს, ქალთა გუნდს და რამდენიმე აკადემიის ასაკობრივ გუნდს მასპინძლობს - 8 მოედანი, ფიტნეს დარბაზი, პრესის ოთახი, სამედიცინო ოთახი მათ განკარგულებაშია.

"ფეხბურთი ჩვენი იდენტობის ნაწილია, ატლეტიკში მოხვედრა ბასკისთვის მეორედ დაბადებასავითაა" ამბობს ჯონ სოლაუნი, რომელიც ბიბლაოს ვეტერანი და დღეს 16-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელია. "ნებისმიერი ბიჭი, რომელიც 60 კილომეტრის რადიუსში იბადება, ბილბაოს ფერებს და საჩუქრებს, ბავშვობიდან ეჩვევა. წითელი და თეთრი მისი ფერი უნდა გახდეს. ასე იყო ჩემ შემთხვევაშიც."

"მოთამაშემ სამი რამ უნდა იცოდეს - 1. მუხლის მოხრისას წელის გასწორება; 2. სხარტად პარტნიორის მონახვა; 3. მიმართულების და რითმის შეცვლა."

"როდესაც ლესამაში გაზრდილი ბავშვი პირველ გუნდში გადადის და სან მემესზე ფეხს იდგავს - ეს ჩვენთვის ყველაფერია - ტრიუმფია!"

ბოლო 5 წლის მანძილზე, ყოველწელს პირველ გუნდში მინიმუმ 2 აკადემიის მოთამაშე წინაურდება, რითიც სპორტული დირექტორი ხოსე ამორორტუ ამაყობს. "გუნდის 85% აკადემიაში აღზრდილი მოთამაშეებისგან შედგება."

"ბისკაის არეში 20 სკაუტი გვყავს და 150 მოძმე ბავშვთა გუნდი, რომლებიც რეგიონს აკონტროლებენ. ჩვენ გვჯერა ჩვენი მწვრთნელების, იმდენად, რომ 10 წლამდე აკადემიის პროგრამასაც კი არ ვადგენთ. გასულ წელს, 1,500 - 10 წლამდე ბავშვი გვყავდა მობილიზებული, ამიტომ ასეთ რაოდენობაში, ნიჭიერების არჩევა არ გვიჭირს."

ამორორტუ ამბობს, რომ ბილბაოში ბავშვებს განსაკუთრებულად ზრდიან "მე მადრიდის ატლეტიკოში მიმუშავია და კიდევ ბევრ დიდ გუნდში, მაგრამ მანდ ის არ აქვთ, რასაც აქ შეხვდებით - როდესაც ბავშვი აკადემიაში შემოდის, უკვე პასუხისმგებლობები აკისრია - ფორმის მოწესრიგება, გასახდელის დალაგება, ეკიპირების მოვლა!"

"ჩვენ ბილბაოს ატლეტიკის ოჯახის წევრები ვართ, ჩვენი კულტურით და ჩვენი იდენტობით ვამაყობთ!" 

"ასეთი კულტურა გვაქვს, კარგ ფეხბურთელთან ერთად, კარგი პიროვნებაც უნდა იყოს. ასე ბევრი არ იქცევა - ოჯახი ბასკებისთვის ყველაფერია და ბილბაოც დიდი ოჯახია. მოთამაშის კარიერა მოკლეა, ამიტომ ჩვენ ამაზე ბავშვობიდანვე ვზრუნავთ. ჩვენ მესამე გუნდში, 18-19 წლის, 21 ფეხბურთელი თამაშობს, საიდანაც 13, პარალელურად უნივერსიტეტის სტუდენტია."

პირველი გუნდი როდესაც ვარჯიშს ამთავრებს, სახლში მიდის. ახალგაზრდები კი წვრთნას აგრძელებენ, ბასკეთის მთებში ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ, ყურადღება ტექნიკას ეთმობა "ჩვენი დევიზია - ტექნიკა, ტექნიკა, ტექნიკა!" ამბობს ამორორტუ.

"მოთამაშემ სამი რამ უნდა იცოდეს - 1. მუხლის მოხრისას წელის გასწორება; 2. სხარტად პარტნიორის მონახვა; 3. მიმართულების და რითმის შეცვლა."

"საზოგადოება იცვლება და ფეხბურთელები დღეს ისეთები აღარ არიან, როგორც 20 წლის წინ. ჩვენ გვინდა, რომ ბავშვები ფოკუსირებული იყვნენ, ამიტომ მათ დიდ გუნდთან ერთად ვავარჯიშებთ, მათშორის ბარიერებს ვანგრევთ. უფროსი ფეხბურთელები ვარჯიშის შემდეგ პატარებს ესაუბრებიან და ცხოვრებისეულ, სპორტულ გამოცდილებას უზიარებენ."

"ლესამაში ყველა ოცნებაში ვცხოვრობთ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კომპლექსში მუშაობს, სან მემესზე სეზონის ბილეთის მფლობელია. როდესაც გუნდი გასვლაზე თამაშობს, ბავშვებს სახლში ვუშვებთ, რათა ატლეტიკის თამაში ოჯახთან ერთად, გუნდის მაისურებში გამოწყობილებმა ნახონ. მწვრთნელები და თანამშრომლები, ბილბაოს ცენტრში ვიკრიბებით და მატჩებს ერთად ვუყურებთ. ჩვენ ბილბაოს ატლეტიკის ოჯახის წევრები ვართ, ჩვენი კულტურით და ჩვენი იდენტობით ვამაყობთ!" 

კომენტარები

ბოლო ამბები