Thumbnail

პირლოს და კავანის აღიარება - მონაკოში ვარსკვლავები დააჯილდოვეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კავანიმ თვით რონალდოს და მესის აჯობა
  • ანდრეა პირლო ესთეტიკური ფეხბურთისთვის გამოარჩიეს

პარი-სენჟერმენის ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა, რომელიც 29 და უფროსი ასაკის მოთამაშეებს გადაეცემათ ფეხბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის. გამოკითხვაში კავანიმ თვით კრიშტიანო რონალდოს და ლიონელ მესის აჯობა. კავანიმდე ეს ჯილდო მიღებული აქვთ იკერ კასილასს, ჯანლუიჯი ბუფონს და ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

საზეიმო ცერემონიალი მონაკოში გაიმართა, სადაც მიწვეულები იყვნენ კლარენს ზეედორფი, ანდრეა პირლო და სხვა ვარსკვლავები. ჰოლანდიელმა და იტალიელმა ფეხბურთელებმა ასევე მიიღეს ჯილდოები: მათ საფეხბურთო ესთეტიკის პრიზები გადასცეს. ფეხბურთში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი, მარჩელო ლიპიც დაჯილდოვდა.

ანდრეა პირლო მონაკოში დააჯილდოვეს

 

კომენტარები

ბოლო ამბები