Thumbnail

ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა ლატვია დაამარცხა და ტურნირი მოიგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრების წარმატება ლატვიაში
  • ავთანდილ ასათიანის გუნდმა მოლდოვის (6:2) შემდეგ, ლატვიის ნაკრები 5:2 დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლატვიაში ანატოლი პონომარიოვის საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჯერ მოლდოვა დაამარცხა 6:2, შემდეგ კი მასპინძელ ლატვიას სძლია, 5:2. ლატვიასთან მატჩი საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა, რაც შედეგზეც შესაბამისად აისახა. მატჩის და მთლიანად ტურნირის გმირი რონინიოა, რომელმაც ლატვიას სამი გოლი გაუტანა. 

საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება და ლატვიის ტურნირიც ამ მოსამზადებელი ციკლის ნაწილი იყო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ლატვიაში ორი მატჩი გამართა, ჯამში 11 გოლი გაიტანა და მხოლოდ 4 გაუშვა.

კომენტარები

ბოლო ამბები