Thumbnail
  • ხულიენ ლოპეტეგის 138 დღე რეალში
  • როცა საუკეთესოები იქცნენ უარესებად

12 ივნისს ხულიენ ლოპეტეგის ესპანეთი რუსეთში იმყოფებოდა და მუნდიალისთვის ემზადებოდა, როცა რეალმა ყველასთვის მოულოდნელად გამოაცხადა, რომ მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანისგან გამოთავისუფლებულ სკამს ლოპეტეგი ჩაიბარებდა და აი, აქ დაიწყო ბასკი სპეციალისტის ცუდი დროებაც - მეორე დღეს ის ნაკრებიდან, რომელიც დღე-დღეზე მუნდიალს იწყებდა, გააგდეს. მისი ოფიციალური დებიუტი რეალში ატლეტიკოსთან გაშვებულ 4 გოლზე და უეფას სუპერთასზე მარცხზე (2:4) მოდის. 

დანიშვნიდან 138 დღეში ლოპეტეგის კარზე მიუთითეს, რადგან მისი რეალი ლა ლიგაში მე-9 ადგილზე იმყოფებოდა და გრანდისთვის შეუფერებელ ფეხბურთს აჩვენებდა. ლოპეტეგი უკვე წარსულია, ჩვენ კი ჩამოვთვალოთ "სამეფო კლუბის" ის ფეხბურთელები, რომელთაც ყველაზე მეტად შეუწყეს ხელი ლოპეტეგის გაწირვას.

1. ტიბო კურტუა

ბელგიელი გიგანტი რეალში სათამაშოდ მივიდა, თუმცა ლოპეტეგიმ ტიბო კურტუასა და კეილორ ნავასს დრო ასე გაუყო - კოსტარიკელი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა, უკმაყოფილო ახალწვეული კი მხოლოდ ლა ლიგაში.

კურტუას თამაშში მუნდიალზე ნაჩვენები კლასი არ იგრძნობოდა (სადაც საუკეთესო მეკარედ დაასახელეს). საბოლოო ჯამში, კლუბის მთავარმა ახალწვეულმა პრობლემა უფრო მეტი შეუქმნა ლოპეტეგის, ვიდრე მოუგვარა.

2. რაფაელ ვარანი

ის ბრწყინვალე იყო მუნდიალზე, რომელიც საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო. "ფრანს ფუტბოლის" დაწესებული კრიტერიუმების მიხედვით, სწორედ რაფაელს აქვს ყველაზე მეტი არგუმენტი საიმისოდ, რომ "ოქროს ბურთი" მოიგოს. დაიწყო ახალი სეზონი და... სუპერთასზე ის დიეგო კოშტამ ისე შეარცხვინა, მას მერე ვერ მოსულა გონს. კლდე, რომლის ირგვლივაც იკვრება რეალის დაცვა, თავად მოისუსტებს. კლასიკოზე იმდენად ცუდად ითამაშა, რომ ლოპეტეგიმ შესვენებაზე შეცვალა.

3. სერხიო რამოსი

სერხიო რამოსმა ლოპეტეგი მედგრად დაიცვა, როცა ის მუნდიალზე ნაკრებს ჩამოაშორეს და ის ახალი მწვრთნელის კანდიდატურას ყოველთვის იწონებდა. 

რამოსი სულ წინ იწევდა, მან ჩაანაცვლა კრიშტიანო რონალდო საჯარიმოების შემსრულებლის როლში. მე, მხოლოდ მე - ასეთი იყო მისი პრინციპი. შედეგად, რამოსმა დაიწყო უპატიებელი შეცდომების დაშვება დაცვაში და ეს არაფრით დასრულდა. რამოსი ბოლომდე იცავდა ლოპეტეგის, მაგრამ სიტყვას რა ფასი აქვს, თუ ქმედება არ მოყვება?

4. ლუკა მოდრიჩი

ლუკა მოდრიჩმა ყველა ინდივიდუალური ტურნირი მოიგო მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელოიდან მოყოლებული, ის აღიარა უეფამ და ფიფამ, თუმცა ამ სეზონში რეალში მოთამაშე მოდრიჩი ნაკლებად ჰგავს საუკეთესოს. მას ერთი-ორი გაელვება კი ჰქონდა, მაგრამ იმავე კლასიკოზე მაგრად დაჩაგრა თანაგუნდელმა ივან რაკიტიჩმა. ფეხბურთელი თითქოს, სამი წლით დაბერდა ბოლო სამ თვეში, გახდა ნელი, ხოლო მისი პასები პროზაულია. ის ლოპეტეგის გუნდის გულისცემა" უნდა გამხდარიყო, რეალის ახალი სტილის დამკვირდებელი, მაგრამ ეს პროექტი ჩავარდა.

5. გარეთ ბეილი

როცა კრიშტიანო რონალდო იტალიაში გადაბარგდა, რეალმა მისი შემცვლელი არ იყიდა (მარიანო დიასის ფანებმა გვაპატიონ). ცხადი გახდა, რომ "სამეფო კლუბი" აქცენტს გარეთ ბეილზე გააკეთებდა, რომ ის ბოლოს და ბოლოს უნდა გამხდარიყო ის ვისშიც ამდენი გადაიხადეს 2013-ში.

ერთხელ ეს უკვე მოხდა - 2015/16 წლების ბოლოს და მაშინ ბეილმა მართლაც იყოჩაღა კრიშტიანოს არყოფნაში და გუნდს ლიგა მოაგებინა. იმავე გათვლამ ამჯერად, აღარ იმუშავა. "ოპერაცია ბეილი ჩავარდა". 

კომენტარები

ბოლო ამბები