Thumbnail
  • RUGBY PASS-მა ქართველ მორაგბეებს სტატია მიუძღვნა
  • ოთხი მორაგბე, რომელიც ნაკრების კვართის მორგებას პირველად ეცდება

სარაგბო ვებ-გვერდმა RugbyPass-მა ქართველ მორაგბეებს სტატია მიუძღვნა. მილტონ ჰეიგმა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის 34 კაცი გამოიძახა, რომელთა რიგებშიც 4 ისეთი მორაგბეა, რომელსაც ნაკრები კვართი ჯერ არ მოურგია.

გამოცემამ სწორედ ამ მორაგბეებზე გაამახვილა ყურადღება: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგი), თედო აბჟანდაძე (აია), ბექა გიგაშვილი (გრენობლი), გრიგოლ ქერდიყოშვილი (ლელო სარასენსი).

RUGBYPASS გურამ გოგიჩაშვილზე: გურამ გოგიჩაშვილმა 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი. ქართველს დებიუტი უკვე TOP 14-შიც ჰქონდა, აჟენის წინააღმდეგ. მან რასინგთან ერთად ჩემპიონთა თასზეც ითამაშა, ის ალსტერსთან და სკარლეტსთან ძირითად შემადგენლობაში იყო.

RUGBYPASS თედო აბჟანდაძეზე: თედო აბჟანდაძე იყო იმ ნაკრების წევრი, რომელმაც ირლანდიელ თანატოლებს 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოუგო. მან მილტონ ჰეიგის ყურადღებაც დაიმსახურა.

ჰეიგმა აბჟანდაძე ასე შეაფასა: ‘აბჟანდაძეს თავის ასაკთან შედარებით, უდიდესი გამოცდილება აქვს. ის კარგ გადაწყვეტილებებს იღებს, აკონტროლებს სიტუაციას, რაც მისთვის დიდი პლუსია.’

აბჟანდაძე რაგბის კლუბ ‘აიას’ ღირსებას იცავს და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, დიდ 10-ში თამაშობს.

საქართველოს ისტორიული გამარჯვება ირლანდიასთან 📺

RUGBYPASS ბექა გიგაშვილზე:  ბექა გიგაშვილმა გრენობლთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა. ტრავმის გამო, მას მხოლოდ ერთი მატჩი აქვს TOP 14-ში ჩატარებული.

RUGBYPASS გრიგოლ ქერდიყოშვილზე: გრიგოლ ქერდიყოშვილი გლენდეილ მერლინსში თამაშობდა, გლენდეილ რეპტორსს კი რეგულარული სეზონის წარმატებით დასრულებაში დაეხმარა. ზაფხულში ის საქართველოში დაბრუნდა და ლელო სარასენსს შეუერთდა.

გრიგოლ ქერდიყოშვილი ლელო ამერიკის ლიგაში 📺

კომენტარები

ბოლო ამბები