Thumbnail
  • ლაციო 0:3 ინტერი
  • მაურო იკარდის დუბლი რომში

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის ბოლო მატჩში ლაციომ "ოლიმპიკოზე" მილანის ინტერს უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. სიმონე ინძაგის გუნდის კარში ანგარიში 28-ე წუთზე მაურო იკარდიმ გახსნა ახლო მანძილიდან. 

41-ე წუთზე სხვაობა მარსელო ბროზოვიჩმა გაზარდა, ხოლო იკარდიმ 70-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 

ინტერს 22 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა (ამდენივე ქულა აქვს მე-3 ადგილზე მყოფ ნაპოლის. მილანური კლუბი ლიდერ იუვენტუსს 6 ქულით ჩამორჩება. ლაციო 18 ქულით მე-4 ადგილზეა. მაურო იკარდის ანგარიშზე სეზონში უკვე 6 გოლია, ის ლაციოს ფორვარდ ჩირო იმობილეს დაეწია. 

ლაციო 0:3 ინტერი

გოლები: 0:1 იკარდი (28), 0:2 ბროზოვიჩი (41), 0:3 იკარდი (70)

ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - ლუის ფელიპე, აჩერბი, რადუ (78. ქისანგა) - ბადელი (34. კატალდი), მარუშიჩი, პაროლო, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლიულიჩი - იმობილე, კაისედო (69. ხ. კორეა)

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - ვრსალკო, მირანდა, შკრინიარი, ასამოა - ვესინო (87. გალიარდინი), ბროზოვიჩი - პოლიტანო (88. ბ. კეიტა), ჟოაო მარიო (57. ბორხა ვალერო), პერიშიჩი - იკარდი

კომენტარები

ბოლო ამბები