Thumbnail

რიგები მანჩესტერში - სიტის ფანების ემოციური შეხვედრა გიორგი ქინქლაძესთან!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გიორგი ქინქლაძე დღეს მანჩესტერში სტუმრად იმყოფებოდა
  • 'გიოს დანახვაზე ისევ პატარა ბავშვი მგონია თავი' ამბობს სიტის ქომაგი რობ გრინი

დღეს მანჩესტერში, საფეხბურთო მაისურების ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაღაზიის Classic Football Shirt-ის ცენტრალურ ფილიალში, სტუმრად საქართველოს ნაკრების და მანჩესტერ სიტის ყოფილი მოთამაშე - გიორგი ქინქლაძე იმყოფებოდა.

ქინქლაძე, კლუბის მიწვევით რამდენიმე წლის წინ ეტიჰად სტედიუმზეც გახლდათ საპატიო სტუმრის სტატუსით მისული, თუმცა დღეს გულშემატკივრებს, ბავშვობის ლეგენდასთან პირადად გასაუბრების შანსი ჰქონდათ.

გიორგი ქინქლაძე და მისი საყვარელი სიტის მაისური

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ათიანმა, მაღაზიაში მისულ სტუმრებს ავტოგრაფიანი მაისურები და სამახსოვრო პოსტერები გადასცა. "გიოს დანახვაზე ისევ პატარა ბავშვი მგონია თავი" წერდა საკუთარ ინსტაგრამზე სიტის ქომაგი - რობ გრინი.

"ამ საღამოს 90-იანების ნამდვილი საკულტო გმირი გავიცანი, ძალიან კარგი კაცი და თუ გახსოვთ, როგორი მოთამაშე იყო?! ქინქლაძეს გოჩა ჯამარაულის ნაქონი საქართველოს ნაკრების 8 ნორმიანი მაისურით დავხვდი, რომელიც მას 1998 წლის შესარჩევში ეცვა - გიოს გაუკვირდა და თან გაუხარდა." წერდა ასევე სიტის ქომაგი - დაგ ბრენტონი.

შეხვედრა ფანებთან მანჩესტერში

გიორგი ქინქლაძე მანჩესტერ სიტიში 1995 წელს, თბილისის დინამოდან გადავიდა, მეინ როუდზე გიომ 1998-მდე ითამაშა, სიტის მაისურით ჩაატარა 118 მატჩი და 22 გოლის გატანა შეძლო, მათშორის ისეთების, რომლებიც ინგლისში დღემდე ყველას ახსოვს.

სიტიდან, მაშინ ევროპული ფეხბურთის გრანდში - აიაქსში გადავიდა, სადაც წარუმატებელი პერიოდის შემდეგ, ისევ ინგლისში, ამჯერად დერბი ქაუნთში დაბრუნდა. დერბიში 4 წელი ითამაშა, შემდეგ იყო საცდელი წვრთნები - ჰარი რედნაპის პორტსმუთში და ლიდს იუნაიტედში.

რიგები სიტის ქართველი ლეგენდის სანახავად

თუმცა 2004 წელს გიომ ინგლისი დატოვა და სათამაშოდ კვიპროსზე - ანორთოსისში გადავიდა. კარიერა კი 2006 წელს - ყაზანის რუბინში დაასრულა. მის სახელს ხშირად შეხვდებით მანჩესტერ სიტისთან და 90-იანების ინგლისურ ფეხბურთთან დაკავშირებულ გამოკითხვებსა თუ სიებში.

ბრიტანული ფეხბურთის მიმომხილველი ბევრი სპეციალისტის აზრით - გიორგი ქინქლაძემ და მიდლსბროს ბრაზილიელმა - ჟუნინიო პაულისტამ სამუდამოდ შეცვალეს ინგლისში თამაშისადმი მიდგომა, მათი გამოჩენით ნელ-ნელა შეიცვალა ტრადიციული 4-4-2 სქემით მოთამაშე გუნდების რეალობა.

გიო ქინქლაძე სტუმრად მანჩესტერში

გიო ქინქლაძე სტუმრად მანჩესტერში

გიო ქინქლაძე სტუმრად მანჩესტერში

გიო ქინქლაძე სტუმრად მანჩესტერში

გიო ქინქლაძე სტუმრად მანჩესტერში

გიო ქინქლაძე სტუმრად მანჩესტერში

გიო ქინქლაძე სტუმრად მანჩესტერში

გიო ქინქლაძე სტუმრად მანჩესტერში

 

კომენტარები

ბოლო ამბები