Thumbnail

ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით მოუგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველო 6:2 მოლდოვა
  • 30 ოქტომბერი: ლატვია v საქართველო

საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს. ავთანდილ ასათიანის გუნდი ლატვიაში საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს. საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი მოლდოვასთან გამართა, 30 ოქტომბერს კი ლატვიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან მატჩი სრული უპირატესობით წარმართა და 6:2 დაამარცხა მეტოქე. ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველ ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაიტანა და დიდი ნაბიჯი გადადგა პირველი მატჩის მოსაგებად. შესვებებამდე გოლები ჟენსონ ჟუნიორმა და როდრიგო სანტოსმა გაიტანეს, საგოლე პასები კი პეიტოსას და რონინიოს ანგარიშზეა.

მეორე ნახევარში, მოლდოველებმა ორი გოლი გაიტანეს, მათ შორის ერთი პენალტით, მაგრამ მთლიანობაში, საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრი გამოიკვეთა. რიდრიგო სანტოსმა ჰეთთრიკი შეასრულა, ჟენსონ ჟუნიორმა დუბლი, ხოლო ერთი გოლი მეკარის, ზვიად კუპატაძის ანგარიშზეა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 4-ბურთიანი უპირატესობით გაიმარჯვა და ლატვიის საერთაშორისო ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველო 6:2 მოლდოვა

კომენტარები

ბოლო ამბები