Thumbnail
  • 'პერესი მხოლოდ როგორც ბიზნეს-ხელსაწყოს ისე მიყურებდა' განაცხადა რონალდომ
  • 'იუვეში ფულის გამო არ მოვსულვარ, ჩინეთში 5-ჯერ მეტს ავიღებდი' ამბობს პორტუგალიელი

პორტუგალიის ნაკრების და იუვენტუსის ლიდერმა - კრიშტიანო რონალდომ ფლორენტინო პერესთან ურთიერთობის და სამეფო კლუბიდან წასვლის მიზეზების შესახებ France Football-თან ისაუბრა.

"როდესაც კლუბში მოვედი, სხვა სიტუაცია იყო, ხელმძღვანელობა სხვანაირად მიყურებდა, პირველი 4-5 სეზონი კრიშტიანო რონალდო ვიყავი, შემდეგ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კლუბთან მხოლოდ ბიზნესი მაკავშირებდა. რეალიდან ფლორენტინო პერესის დამოკიდებულების გამო წამოვედი."

"ფული არ იყო მიზეზი და არც არასოდეს ყოფილა ჩემთვის პრიორიტეტი. ფულს ჩინეთში 5-ჯერ მეტს გადამიხდიდნენ ვიდრე იუვეში, ან მანამდე რეალში. იუვენტუსში იმიტომ წამოვედი, რომ მათგან რეალური ინტერესი დავინახე, საქმით და არა ლაპარაკით - მკაფიოდ და ხმამაღლა დააფიქსირეს თავისი აზრი ჩემთან მიმართებაში."

რონალდოს ჰკითხეს იმოქმედა გადაწყვეტილებაზე ზინედინ ზიდანის წასვლამ "მთავარ მწვრთნელის წასვლას ჩემ გადაწყვეტილებაზე არ უმოქმედია. ასეთი პატარა დეტალის  გამო კლუბს არ დავტოვებდი."

კომენტარები

ბოლო ამბები