Thumbnail
  • ახალი ბანძუკე - ტოჩინოშინი დასავლეთის ოძეკია
  • ტოჩინოშინი ბოლო დღეებში დაუმარცხებელია
ტოჩინოშინი კარგ ფორმაშია

იაპონიის სუმოს ასოციაციამ ახალი რეიტინგი (ბანძუკე) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სუმოისტები 11-26 ნოემბერს წლის უკანასკნელ ბაშოზე, კუნძულ კიუშუზე იასპარეზებენ. 

პირველ რიგში ქართველთა მდგომარეობას გავეცნოთ - ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) სექტემბრის ბაშოზე ოძეკის ტიტულს იცავდა, მან ეს წარმატებით შეძლო. სამწუხაროდ, თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) მეორე დივიზიონში ადგილი ვერ შეინარჩუნა და ის მესამე დივიზიონ მაკუშიტას პირველი ნომერი იქნება.

კაკურიუც საეჭვოა

კიუშუს ბაშოსთვის სულ სამი იოკოძუნაა - პირველი პოზიცია აღმოსავლეთში უკავია მონღოლ ჰაკუჰოს, რომელმაც სექტემბერში 15-0 ბალანსით კარიერაში 41-ე ტიტული მოიგო. ჰაკუჰომ ახლახან ოპერაცია გადაიტანა და ჯერ უცნობია, მოასწრებს თუ არა იგი 11 ნოემბრისთვის მწყობრში ჩადგომას. დასავლეთის იოკოძუნა კაკურიუ იქნება, აღმოსავლეთის დიდი ჩემპიონის მეორე პოზიციას კისენოსატო იკავებს. სხვათა შორის, კაკურიუც მუხლს იტკიებს და მისი ჭიდაობაც კიუშუს ბაშოზე საეჭვოა.

იოკოძუნები

აღმოსავლეთი          დასავლეთი
ჰაკუჰო
        კაკურიუ
კისენოსატო
 


სამი ოძეკია, მათგან გოეიდო აღმოსავლეთის პირველ პოზიციას იკავებს, ტაკაიასუ კი - დასავლეთის. ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მეორე ოძეკია

ოძეკები

აღმოსავლეთი დასავლეთი
გოეიდო
      ტაკაიასუ
 
      ტოჩინოშინი


მესამე რანგს - სეკივაკეს აღმოსავლეთში მიტაკეუმი იკავებს, დასავლეთში - იჩინოჯო. აღმოსავლეთის კომუსუბი ტაკაკეიშო იქნება, დასავლეთის - ბრაზილიელი კაისეი. შემდეგ კი მოდიან რიგითი მაეგაშირები. 

სანიაკუ

აღმოსავლეთი დასავლეთი
მიტაკეუმი
       იჩინოჯო
ტაკაკეიშო
       კაისეი


გაგამარუ მაკუშიტას დივიზიონში აღმოსავლეთის პირველი ნომერია, ანუ მთელი დივიზიონის პირველი ნომერი. მას უბრალო დადებითი ბალანსიც ეყოფა მეორე დივიზიონში დასაბრუნებლად. სხვათა შორის, მესამე დივიზიონში 15-ის ნაცვლად სუმოისტი 7 ორთაბრძოლას მართავს. 

2018 კარგად უნდა დავასრულო

შემოდგომის საგამოფენო ბრძოლები დასრულებულია

28 ოქტომბერს დასრულდა შემოდგომის ჯუნგიო - საგამოფენო შეხვედრების ციკლი, რომელიც იაპონიის სხვადასხვა ქალაქში იმართება. რამდენიმე დღის წინათ ტოჩინოშინმა 12 ორთაბრძოლა გამართა და 12-ვე მოიგო. აქედან სამჯერ სეკივაკე მიტაკეუმი დაამარცხა, 4-ჯერ სადანოუმი, 5-ჯერ შოდაი.

2018 წელს ყველაზე მეტი მოგება ტოჩინოშინს და კაკურიუს აქვთ - 51-51.

ჯუნგიოს ბოლო დღეს, რომელიც შუუნანში გაიმართა, ტოჩინოშინმა 10 საგამოფენო მატჩი გამართა ასანოიამასთან და ათივე მოიგო.

შემდეგ კიდევ 11 ორთაბრძოლა გამართა (3 მიტაკეუმისთან) და ისევ ყველა მოიგო. ასე რომ საგამოფენო მატჩების ბოლო ორ დღეს ტოჩინოშინმა 23-დან 23 ორთაბრძოლა მოიგო. 

"ჯუნგიოს კარგი შედეგებით ვასრულებ, ფორმა საკმაოდ სწრაფად ავკრიფე. რატომ ჩავატარე ამდენი ორთაბრძოლა ასანოიამასთან? ჩემს კლუბში ტოჩიოძანი და აოიამა ცოტა სხვა ტიპის სუმოისტები არიან, ასანოაიმას კი მავაშში ჭიდაობა გამოსდის, ის ახალგაზრდა და ძლიერია. მინდა, რომ ეს ბაშო ჩემთვის კარგი გამოდგეს, რადგან ის წლის ბოლო ტურნირია".

სხვათა შორის, ტოჩინოშინის ბოლო ტრავმა ჯერჯერობით ბოლომდე არ მოუშუშებია, თუმცა შედეგები აჩვენებს, რომ ის მას ნაკლებად აწუხებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები