Thumbnail
  • ჯეიმი ვარდიმ, შესაძლოა, ლესტერ სიტი დატოვოს
  • ევერტონმა 31 წლის ფორვარდთან მოლაპარაკებები დაიწყო

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ევერტონს წინა ხაზის გაძლიერება სურს და დიდი ხანია, ლესტერის გოლეადორ ჯეიმი ვარდის დაადგა თვალი. სიახლე ის არის, რომ ინგლისური მედიის ინფორმაციით, ევერტონმა 31 წლის თავდამსხმელთან მოლაპარაკებები დაიწყო და მას კონკრეტული წინადადებით მიმართა.

როგორც ჩვენი ინგლისელი კოლეგები წერენ, მიუხედავად იმისა, რომ ლესტერის გულშემატკივრების უსაყვარლესი მოთამაშეა, ვარდი ევერტონში გადასვლის წინააღმდეგი არ არის. საქმე ისაა, რომ მას გუნდის მთავარ მწვრთნელ კლოდ პუელთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს.

ვესტ ჰემთან შეხვედრაში, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა, ვარდი სათადარიგო იყო და თამაშში მხოლოდ მეორე ტაიმში ჩაერთო. ამ სეზონში მას მხოლოდ 3 გოლი აქვს გატანილი. ვარდის ლესტერთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. ლესტერმა ჯეიმი 2012 წელს, მესამელიგელი ფლიტფუდიდან გადაიბირა.

კომენტარები

ბოლო ამბები