Thumbnail
  • ფორმულა 1-ის მორიგი ტიტული მას აქამდეც თითქმის განაღდებული ჰქონდა
  • მეხუთე ჩემპიონობის შემდეგ ლუის ჰემილტონი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა

მექსიკის გრანპრიზე ლუის ჰემილტონმა მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავა, მაგრამ ამაზე მეტი არც იყო საჭირო - მერსედესის 33 წლის ბრიტანელი პილოტი მეხუთედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ტრიუმფით ლუისი ლეგენდარულ არგენტინელ მრბოლელს, ხუან მანუელ ფანხიოს გაუთანაბრდა და ახლა მხოლოდ ყველა დროის რეკორდსმენ რეკორდსმენ მიხაელ შუმახერს ჩამორჩება. როგორც იცით, შუმიმ ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონობა შვიდჯერ იზეიმა.

მოკლედ, ჰემილტონი ახლა უკვე ყველაზე დიდია, ოღონდ შუმის შემდეგ!

“ეს ნამდვილი სიგიჟეა! ფანტასტიკური რბოლა და ფანტასტიკური სეზონი გვქონდა!” - განაცხადა ბრიტანელმა ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ. თუმცა, აქ ისიც უნდა ითქვას, რომ უშუალოდ მექსიკის გრანპრიზე, სეზონის და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელი 21 წლის მაქს ფერსტაპენთან უშანსოდ იყო - მექსიკის რბოლა სწორედ ამ უკანასკნელმა მოიგო.

ჰემილტონს ჩემპიონობის გასანაღდებლად მე-7 ადგილიც ჰყოფნიდა. ამიტომ, სებასტიან ფეტელის მეორე ადგილზე გასვლას არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. “სხვა აღარაფერი დამრჩენია, თუ არა ლუისისთვის მილოცვა,” - აღნიშნა რბოლის შემდეგ გერმანელმა. აღსანიშნავია, რომ ფერარის ვარსკვლავმა რბოლის შემდეგ ინტერვიუც კი შეწყვიტა იმისათვის, რომ ჰემილტონისთვის პირადად მიელოცა.

ჰემილტონს მერსედესთან კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს გაფორმებული და თუ მომდევნო ორ სეზონშიც გაიმარჯვებს, შუმახერსაც დაეწევა.

ფორმულა 1-ის რეკორდსმენები

7 ტიტული: მიხაელ შუმახერი (1994, 1995, 2000 – 2004)

5 ტიტული: ლუის ჰემილტონი (2008, 2014, 2015, 2017, 2018), ხუან მანუელ ფანხიო (1951, 1954 – 1957)

4 ტიტული: სებასტიან ფეტელი (2010 - 2013), ალან პროსტი (1985, 1986, 1989, 1993)

3 ტიტული: ჯეკ ბრებჰემი, ჯეკი სტიუარტი, ნიკი ლაუდა, ნელსონ პიკე და აირტონ სენა.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები