Thumbnail
  • თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ესტუდიანტესს 33 ქულით მოუგო
  • შენგელიამ 18 ქულა ჩააგდო, ჯენინგი 6 ქულით გამოირჩა

თორნიკე შენგელიას ბასკონია ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში (ACB) ესტუდიანტესს ესტუმრა და მეტოქეს 33 ქულის სხვაობით, 100:67 მოუგო. ბასკონიამ მეტოქეს ოთხივე მეოთხედი მოუგო და ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა.

შენგელიამ 23:19 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11-დან 7 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მეტ ჯენინგმა 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 6 ქულას მოუყარა თავი.

თორნიკეს შედეგი საუკეთესო იყო და ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP გახდა. შენგელიას გუნდი ჩემპიონატში მე-3 ადგილს იკავებს 10 ქულით. ბასკონიას მომდევნო მეტოქე ჩემპიონატში ვალენსია იქნება.

დუდა სანაძისა და ბექა ბურჯანაძის გიპუსკოამ გრან კანარია 74:63 დაამარცხა. სანაძემ 5 ქულა ჩააგდო. ქართველების გუნდმა სეზონში პირველი მატჩის მოგება შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები