Thumbnail

EPICENTER FaZe-მა მოიგო | CS:GO

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • EPICENTER-ის გამარჯვებული FaZe გახდა
  • ტურნირის ნახევარფინალში მათ TL დაამარცხეს, ხოლო ფინალში Na'Vi
  • გამარჯვებულმა გუნდმა 150,000 აშშ დოლარი მიიღო

კლანი FaZe EPICENTER-ის გამარჯვებული გახდა. ტურნირი რუსეთში, მოსკოვის CSKA Arena-ზე გაიმართა და საპრიზო ფონდი 295,000 აშშ დოლარი იყო.

Team Liquid-ის ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ, FaZe-მა ფინალური შეხვედრის პირველ რუკად Mirage აირჩია და ტერორისტებიდან დაიწყო. პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ ანგარიში 10-5 იყო. მას შემდეგ რაც პისტოლეტების რაუნდი FaZe-მა მოიგო, Na'Vi-მ თავი კარგად დაიცვა, მაგრამ შემდეგ რაუნდებში თავი ნიკოლა 'NiKo' კოვაჩმა გამოიჩინა და ევროპელებმა 16-12 მოიგეს.

შემდეგი რუკა Dust II იყო და FaZe-მა Na'Vi კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო მარტივად დაამარცხა. დაპირისპირების პირველი ნახევარი მათ 12-3 მოიგეს, მეორე ნახევარში კი მხოლოდ ერთი რაუნდი დათმეს და საბოლოოდ 16-3 იმარჯვეს.

პლეიოფის ეტაპის საუკეთესო მოთამაშე ცალსახად NiKo იყო, რომელმაც როგორც TL-ის, ასევე Na'Vi-ს წინააღგმდეგ არაერთი 'მულტიქილი' გააკეთა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ეს ტიტული FaZe-სთვის, 2018 წლის ივნისის, ანუ ESL One Belo Horizonte-ს შემდეგ, პირველია. ახლა, მას შემდეგ რაც გუნდმა TL და Na'Vi დამარცხა, მათი უმთავრესი გამოწვევა Astralis-ია, რომელიც CS:GO-ში 2018 წლის ყველაზე დომინანტი გუნდია.

კომენტარები

ბოლო ამბები