Thumbnail

ფედერერმა 99-ე ტიტული მოიგო - როჯერმა სამშობლოში იმარჯვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • როჯერ ფედერერი 7:6, 6:4 მარიუს ჩოპილი
  • ლეგენდარულმა შვეიცარიელმა კარიერაში 99-ე ტიტული მოიგო

როჯერ ფედერერი ბაზელის ტურნირის გამარჯვებულია. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა სამშობლოში რუმინელ მარიუს ჩოპილს ორ სეტში, 7:6, 6:4 მოუგო და კარიერაში 99-ე ტიტულს დაეუფლა.

როჯერმა ნახევარფინალში რუს დანილ მედვედევს ორ სეტში მოუგო, ხოლო ჩოპილმა ამ ტურნირზე რამდენიმე სენსაცია შემოგვთავაზა. რუმინელმა რეიტინგის მეექვსე ნომერი ჩილიჩი და მეხუთე ნომერი ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა.

მიუხედავად ამდენი სენსაციისა, ფედერერმა სამშობლოში, თანამემამულეების თვალწინ, მშვიდად იმარჯვა და კარიერის 99-ე ტიტული მოიგო. ფედერერმა წელს მეოთხე ტიტული მოიგო, ბაზელის ტურნირზე კი მეცხრე გამარჯვება იზეიმა.

Roger Federer Wins 2018 Swiss Indoors Basel

Nine Swiss Indoors Basel titles later, being the last man standing hasn't gotten old for Roger Federer! Read More: https://bit.ly/2zaykjF (📹: Tennis TV)

Posted by ATP Tour on კვირა, 28 ოქტომბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები