Thumbnail

ხვალ ერთა ლიგის წილისყრაა - იოლი და რთული ჯგუფები საქართველოს ნაკრებისთვის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 2018 წლის სექტემბრიდან ახალი ტურნირი, უეფას ერთა ლიგა დაწყება.
  • ჯგუფური ეტაპის წილისყრა 24 იანვარს გაიმართება.
  • საქართველოს ნაკრები პირველ კალათაშია განთესილი და ლიგა D-ში იასპარეზებს.
  • ჯგუფის მოგების შემთხვევაში, ნაკრები C ლიგის საგზურს მოიპოვებს.
  • ლიგა D-ში საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა იმის გარანტიაა, რომ ნაკრები ევრო 2020-ის საგზურისთვის პლეი ოფში იბრძოლებს.

ხვალ, 24 იანვარს, ლოზანაში (15:00) უეფას ერთა ლიგის დივიზიონების ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვევა.

როგორ ჯგუფში შეიძლება მოხვდეს ვლადიმერ ვაისის გუნდი? ჩვენ ყველაზე ადვილი და ყველაზე რთული ვარიანტები შევარჩიეთ:

ყველაზე იოლი ჯგუფი საქართველოს ნაკრებისთვის: საქართველო, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი (ან სან მარინო).

ყველაზე რთული ჯგუფი საქართველოს ნაკრებისთვის: საქართველო, სომხეთი, ყაზახეთი, ანდორა.

► მარტივი ახსნა: როგორ შეიძლება მოხვდეს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგიდან ევრო 2020-ზე?

ლიგა A

გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი, შვეიცარია, იტალია, პოლონეთი, ისლანდია, ხორვატია, ჰოლანდია.

ლიგა B 

ავსტრია, უელსი, რუსეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, უკრაინა, ირლანდია, ბოსნია, ჩრ. ირლანდია, დანია, ჩეხეთი, თურქეთი.

ლიგა C 

უნგრეთი, რუმინეთი, შოტლანდია, სლოვენია, საბერძნეთი, სერბეთი, ალბანეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ისრაელი, ბულგარეთი, ფინეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ლიტვა.

ლიგა D

აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელარუსი, საქართველო, სომხეთი, ლატვია, ფარერები, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტაინი, მალტა, ანდორა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.

- ჩვენი ლიგის 16 გუნდი 4 ჯგუფად გაიყოფა და ჯგუფების გამარჯვებულები ერთა ლიგის 2020 წლის გათამაშებისთვის ლიგა C-ში გადადის.

- ლიგა D-ს 4 საუკეთესო გუნდი 2020 წლის მარტში ევროპის ჩემპიონატის ერთი საგზურისთვის პლეი ოფს ითამაშებს.

- ერთა ლიგის ჯგუფების წილისყრისთვის საქართველოს ნაკრები პირველ კალათაშია - აზერბაიჯანთან, მაკედონიასთან და ბელარუსთან ერთად.

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში გაიმართება

ასე რომ, ეს სამი ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ჩვენ ვერ დაგვიპირისპირდება. უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში გაიმართება. ფინალური ეტაპის წილისყრა 2018 წლის დეკემბერში შედგება. ფინალური ეტაპი 2019 წლის ივნისშია დაგეგმილი. რაც შეეხება ევრო 2020 წლის საგზურისთვის გასამართ პლეი ოფს, ის 2020 წლის მარტში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები