Thumbnail

ლაშა შავდათუაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში კოსოვოელი მეტოქე დაამარცხა
  • ლაშა შავდათუაშვილმა ფინალამდე ოთხივე ბრძოლა იპონით მოიგო

ლაშა შავდათუაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო. ქართველმა ძიუდოისტმა 73-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფინალამდე ოთხი ბრძოლის მოგება მოახერხა. ლაშას მეტოქე ფინალში კოსოვოელი აკილ გიაკოვა იყო, რომელსაც ვაზარით სძლია. ქართველი ძიუდოისტი ორჯერ გააფრთხილეს, მაგრამ ლაშამ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, რაზეც ფინალამდე მიღწეული შედეგებიც მეტყველებს.

საქართველოს ნაკრებმა აბუ დაბის გრანდ სლემზე მესამე ოქროს მედალი მოიპოვა. ამირან პაპინაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის ლაშა შავდათუაშვილიც შეუერთდა.

ლაშა შავდათუაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია!

ლაშა შავდათუაშვილმა კოსოვოელი მეტოქე დაამარცხა და აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო

Posted by Silk Sport on კვირა, 28 ოქტომბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები