Thumbnail
  • ემპოლი 1:2 იუვენტუსი
  • კრიშტიანოს მეორე დუბლი სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში ტრავმირებული ლევან მჭედლიძის ემპოლიმ იუვენტუსს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. 28-ე წუთზე მასპინძლები კაპუტომ დააწინაურა და ტაიმი ემპოლიმ მოიგო. მაგრამ შეცვლის შემდეგ კრიშტიანო რონალდომ ორი გოლი გაიტანა და იუვეს მოაგებინა. 54-ე წუთზე პაულო დიბალას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გაიტანა, ხოლო 70-ე შორეული დარტყმით შესანიშნავი გოლი გაიტანა. ეს რონალდოს მეორე დუბლია ჩემპიონატში, მას უკვე 7 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ჯენოას პოლონელი ფორვარდი პიატეკი (9 გოლი) უსწრებს. 

იუვენტუსს 10 ტურიდან 28 ქულით პირველი ადგილი უკავია, ემპოლი 6 ქულით მე-18 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება. 

10 ტურში იუვემ მხოლოდ 2 ქულა დაკარგა

იტალიური ფეხბურთი, თეორია და ბავშვები

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსის მწვრთნელი): "კარგად დავიწყეთ, მაგრამ 10 წუთში შევანელეთ ინტენსივობა და ემპოლის კონტრშეტევები გაგვეპარა. მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით და გამარჯვება დავიმსახურეთ. ემპოლიმ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, ორგანიზებული თამაშით.

დღეს კიელინის უნდა ეთამაშა, მაგრამ გახურებისას ტრავმა მიიღო და აღარ გავრისკე, მის ნაცვლად დანიელე რუგანიმ კარგად ითამაშა. დღეს პიანიჩი არ იყო ჩვეულებრივისამებრ აქტიური, ამიტომ ბენტანკურს ცოტათი შევუცვალე პოზიცია. ბიჭებს ვუთხარი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ, მთავარია, რომ თამაში მოვიგეთ.

გამარჯვების გოლი ჯადოსნობის მომენტი იყო ექსტრაორდინარული ფეხბურთელისგან. ისეთი, რომლის გამეორებასაც ხვალ ბავშვები სკოლის ეზოებში შეეცდებიან. ვფიქრობ, რომ იტალიურ ფეხბურთში მეტისმეტი თეორიაა. ეს კი ბავშვებს ვარჯიშის სურვილს უკარგავს. ასეთ შემთხვევაში, რონალდოს გოლის ნაირი ეპიზოდები დიდი შვებაა".

ემპოლი 1:2 იუვენტუსი

გოლები: 1:0 კაპუტო (28), 1:1 რონალდო (54-პენ), 1:2 რონალდო (70)

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - დე შილიო (90. ბარძალი), ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო - ბერნარდესკი (66. კუადრადო), პიანიჩი (80. დუგლას კოშტა), ბენტანკური, მატუიდი - დიბალა, რონალდო

ატალანტა 3:0 პარმა

გოლები: 1:0 გალილო (55. ავტოგოლი), 2:0 პალომინო (72), 3:0 მანჩინი (80)

კომენტარები

ბოლო ამბები