Thumbnail

კობლიაშვილმა რუს მეტოქეს ბრძოლის დასრულებამდე 3 წამით ადრე მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების მორიგი მედალი მსოფლიოზე
  • რობერტ კობლიაშვილმა რუსი მეტოქე ბოლო წამებზე დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 87-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილმა რუსი ოზდოევი დაამარცხა.

კობლიაშვილმა პირველი პერიოდი 2:0 წააგო. მეორე პერიოდში მეტოქეს ერთი ქულა აართვა და ძალიან გააქტიურდა, ქართველმა მოჭიდავემ 9 წამით ადრე გარისკა, მეტოქემ კი კობლიაშვილს ფინკაზე დაქაჩა, რის გამოც მსაჯმა რუსს არასპორტული საქციელი დაუფიქსირა და კობლიაშვილმა ოზდოევი საბოლოოდ 4:2 დაამარცხა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა და წინა წლის შედეგი გაიმეორა.

კობლიაშვილი V ოზდოევი 📺

კომენტარები

ბოლო ამბები