Thumbnail
  • ამირან პაპინაშვილმა ფინალამდე სამი ბრძოლა მოიგო
  • ქართველმა ძიუდოისტმა ესპანელი გარიგოსი უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა

ამირან პაპინაშვილმა აბუ დაბის გრან სლემი მოიგო. ქართველი ძიუდოისტი 60-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

პაპინაშვილმა რუს ბესლან მუდრანოვს დამატებით დროში, იპონით სძლია და პირველი ეტაპის ბარიერი გადალახა. მეორე დაპირისპირებაში მისი მეტოქე ბელგიელი ვერსტრატენი იყო, რომელსაც ასევე იპონით, 3 წუთსა და 17 წამში სძლია.

ნახევარფინალში კი შარაფუდინ ლუტფილაევს წუთსა და 40 წამში მოუგო. ფინალში პაპინაშვილი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს შეხვდა, რომელსაც დამატებით დროში ვაზარით სძლია და აბუ დაბის გრან სლემის გამარჯვებული გახდა.

ფინალური ბრძოლა 📺

ამირან პაპინაშვილმა აბუ დაბის გრან პრი მოიგო!

ამირან პაპინაშვილმა აბუ დაბის გრან პრი მოიგო!

Posted by Silk Sport on შაბათი, 27 ოქტომბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები