Thumbnail
  • კიდევ ერთი წარუმატებელი დღე ქართველი მოჭიდავეებისთვის
  • რობერტ კობლიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. 27 ოქტომბერს, წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს მართავენ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა დარჩენილი 77-97-130 კგ. კატეგორიის ფალავნები, მათ შორის ქართველები: თორნიკე ძამაშვილი (77 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ).

სამწუხაროდ, თორნიკე ძამაშვილმა და ზვიად პატარიძემ მხოლოდ მერვედფინალურ ეტაპზე გააღწიეს, იქ კი დამარცხდნენ. ძამაშვილს თურქმა ფატიჰ ჩენგიზმა აჯობა (7-4), ხოლო პატარიძეს კუბელმა პინო ჰინდმა (2:2). შესაბამისად, ორივე ქართველი ფალავანი ოქროს მედლისთვის ბრძოლას ჩამოშორდა.

რევაზ ნადარეიშვილი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონს, სომეხ არტურ ალექსანიანს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 3:4 დამარცხდა. სამწუხაროდ, ვერც ნადარეიშვილი გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში. აქვე აღვნიშნოთ, რომ დღევანდელ ფინალურ ბლოკში, რომელიც 20:00 საათიდან დაიწყება, რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის რუსების ინგუშ ფალავან ბეკხან ოზდოევს შეხვდება. კობლიაშვილმა დამამშვიდებელ წრეში ალჟირელი მოჭიდავე დაამარცხა და სწორედ ასე მოიპოვა ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება.

რობერტ კობლიაშვილის სუფთა გამარჯვება დამამშვიდებელ წრეში

კომენტარები

ბოლო ამბები